“Now is Everything” – ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორის, დანტე სპინოტის ახალი ფილმია, რომელშიც ქართველი მსახიობი ირაკლი კვინიკაძე ლეგენდარულ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს. ახლახან ფილმის თრეილერი გამოქვეყნდა:
ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნას შესახებაა. სწორედ მის როლს ასრულებს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი. ნიკოლასი პირადი ტრაგედიების შემდეგ მოგზაურობას გადაწყვეტს და თავგადასავლის საინტერესო სიუჟეტიც აქედან იწყება.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონის და სტინგის შვილები, ალენ დელონის შვილიშვილი.
ირაკლი კვინიკაძე ქართული კინოპროდუქტის, “მძევლების” ვარსკვლავი და 2018 წლის European Shooting Stars Award-ის საუკეთესო მსახიობთა ათეულშია.
ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს, ტალინში გაიმართება.