კინო

კინოგიდი: რას ვუყუროთ უიქენდზე?

კინოგიდი: რას ვუყუროთ უიქენდზე?
დასვენების დღეები ახლოვდება. რა ჯობია შემოდგომის ცივ საღამოს სახლში ყოფნას და ფილმების ყურებას?

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რას უყუროთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სიას გადახედეთ!

შურისმაძიებლები 4: დასასრული


შურისმაძიებლების ბოლო, მე-4 ნაწილი, რომლის გამოსვლასაც სამეცნიერო ფანტასტიკის გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელოდნენ. ესაა 22 ერთმანეთთან დაკავშირებული ფილმის ლოგიკური დასასრული და გაერთიანება. იგი მსოფლიოში მეორე ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.
ფილმმა მალევე დაიმსახურა მაყურებელთა სიმპათია.
,,ვტიროდი, ვიცინოდი და ვოცნებობდი, ტონი სტარკი მამაჩემი ყოფილიყო" - ასეთი იყო "ტვიტერზე" ერთ-ერთი გულშემატკივრის პოსტი ფილმის ნახვის
შემდეგ. მართლაც, ენდგეიმმა შეძლო და გულშემატკივრებში გამოიწვია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეგრძნებები. ფილმის ყურებისას არაერთხელ იყო მომენტი, როდესაც ერთდროულად გეცინებიდა და გეტირებოდა. მარველმა მოახერხა და ამ ფილმში არა მარტო ყველა მისი წინა კომიქსი გააერთიანა, არამედ ისტორია უფრო სრულყოფილი გახადა. 

პრინცესა მონონოკე


პრინცეს მონონოკე 1997 წელს გამოვიდა. იგი იაპონური ანიმეა. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორია ანიმეების მამა ჰაიაო მიაძაკი.

ანიმეში ასახულია ემისის პრინცის, აშიტაკას ისტორია. მან მონაწილეობა მიიღო ადამიანებსა და ტყის ღმერთს შორის გამართულ ბრძოლაში, რომელიც გაბრაზებულია ადამიანებზე, რადგან ისინი ანადგურებენ ტყის რესურსებს. აშიტაკამ მოკლა ურჩხული და სამუდამოდ დაიწყევლა. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ისევ საკუთარი თავია. იგი ებრძვის გარდაუვალ ბედისწერას, ამ ბრძოლის გზაზე კი მას უამრავი საინტერესო ისტორია გადახდება თავს: გაიცნობს ტყის მცველ არსებებს, კოდამებს. მათი ტყეში ყოფნა სწორედ ამ ტყის სიჯანსაღეზე მიუთითებს. ირმების ღმერთს და ასევე ულამაზეს ასულ ნარას ტომიდან. ეს ყველაფერი კი ანიმესათვის დამახასითებელი სიცხადით და სიფერადით ხდება. საოცრადაა გადმოცემული ბუნების სურათები და ჯადოსნური არსებები.
ჩემი აზრით, ყველა ანიმეს თავისი ფერების პალიტრა აქვს. ამ ანიმეში ეს ფერები მონაცვლეობს მუქი ლურჯიდან მწვანისკენ.
ანიმეს სახელი მონონოკე მომდინარეობს იაპონური სიტყვიდან და აღნიშნავს სულებსა და მონსტრებს.
თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს ანიმე, გირჩევთ ნახოთ, ნამდვილდ ბევრს ისწავლით აშიაკას თავგადასავლიდან.

Get out - წადი აქედან!



"Get out" არის 2017 წლის ამერიკული საშინელებათა ფილმი. ახალგაზრდა ფერადკანიანი ბიჭი, სახელად კრისი, მიემგზავრება მისი მეგობარი გოგონას დაწყევლილ საგვარეულო მამულში, რათა გაეცნოს მის მშობლებს. რასობრივი კითხვებით შეწუხებული კრისი თეთრი ადამიანების წრეში თავს არასასიამოვნოდ გრძნობს და მას წარმოდგენაც კი არ აქვს იმ საშინელ “სიურპრიზზე”, რომელიც მას იქ ელოდება…

ბიჭი ზოლიან პიჟამაში



1943 წლის ტრაგედია, რომელიც ეხება მასობრივ გენოციდს: გერმანელები ებრაელების წინააღმდეგ, საკონცენტრაციო ბანაკი, უფროსების დაუნდობელი ბუნება და ბავშვების უმანკო თვალითა და გონებით დანახული და ვერგაცნობიერებული უსამართლობა, რამაც მწარე რეალობის წინაშე დაგვაყენა.

ციცინათელების სასაფლაო


1988 წელს გამოსული ანიმეა. რეჟისორი და სცენარის ავტორი - ისაო ტაკაჰატა. 
ფილმი გადაღებულია აკიუკი ნოსაკას ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით. ფილმში ასახულია ობოლი და-ძმის, სეიტასა და სეცუკოს ისტორია. ფილმში კარგად არის ასახული, თუ რა უბედურება შეიძლება მოუტანოს ომმა ადამიანს. პატარა სეიტა და სეცუო ცდილობენ, გადარჩნენ ყველაფრის მიუხედავად. მათ მოუწიათ გამოევლოთ შიმშილი, ტკივილი, ოჯახის წევრის დაკარგვა. მიუხედავად ამისა, სეცუკო, უფროსი ძმა ზრუნავს პატარა სეიტაზე. ფილმი საკმაოდ ემოციურია. მას მიიჩნევენ, როგორც ერთ-ერთ პირველ ჰუმანურ ფილმს ომის საწინააღმდეგოდ. ხშირად ადარებენ შინდლერის სიას.

და-ძმა ციცინათელებს იჭერს და მათ იმ თავშესაფრის გასანათებლად იყენებენ, სადაც ცხოვრობენ. მომდევნო დღეს, სეცუკო საფლავს თხრის მკვდარი ციცინათელებისთვის. სწორედ აქედან მოდის სათაურიც, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს ციცინათელა სიმბოლურად არის სეიტა, რომელიც პატარა ასაკში დაიღუპა, როგორც ციცინათელა. ფილმი, მიუხედავად თავისი სიმძიმისა, საოცრდ მრავალფეროვანია, ულამაზესი კადრებით და ეპოზოდებით არის გაჯერებული.
აუცილებლად გირჩევთ, უყუროთ ამ ანიმეს. მისგან მიღებული ემოცია ციცინათელასავით აენთება თქვენს გულებში და მარადიულად დარჩება. 

ჭორიკანა


პოპულარული სერიალი. მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა, რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები“, სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა, ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება...


ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი


შექსპირი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე აღარ ჰგავს რომანტიკულ ახალგაზრდას. ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი - სიყვარულია.

გარფილდი

ყველასათვის საყვარელი ანიმაცია. მთელი ამერიკის უსაყვარლესი გარფილდი გადალახავს ოკეანეს თავის პატრონისთვის - ჯონ არბაკლისთვის - სიურპრიზის გასაკეთებლად, რომელიც ლონდონში იმიტომ წავიდა, რომ თავის შეყვარებულს ხელი სთხოვოს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93