თუკი გამოტოვე! შემოდგომის საუკეთესო ტელესერიალები - Marao

თუკი გამოტოვე! შემოდგომის საუკეთესო ტელესერიალები

2019-11-18 12:41:17+04:00


ეს ტელესეზონი მდიდარი იყო საკმაოდ ბევრი კარგი ტელესერიალის პრემიერით! მოვაგროვეთ ყველაზე საინტერესო სიახლეები, რომლებზეც ყველა საუბრობს.

ჩაუჯექით!

Image result for watching movie gif

Why Women Kill

  • შავი კომედია ცხოვრებაზე ქორწინების შემდეგ დაიწყო, აგვისტოს ბოლოს. სერიალის მთავარი გმირი - დიასახლისი ბეტი 60-იანი წლებიდან, მოდის მიმდევარი სიმონა 80-იანებიდან და ადვოკატი ჯეიდი, ჩვენი თანამედროვე- მათ ყველას აერთიანებს სიბრაზე თავიანთ მეორე ნახევრებზე ღალატის გამო. გულახდილად (ინტიმური სცენები არც ისე ცოტაა), საკმაოდ სასაცილო და ძალიან ლამაზია - დეკორაციები და კოსტიუმები კი თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს. სოციალურ ქსელებში ამბობენ რომ ოდნავ გაიწელა, თუმცა ფინალი ამად ღირს.
Image result for «ПОЧЕМУ ЖЕНЩИНЫ УБИВАЮТ?»

The Spy

  • დრამა ჯაშუშზე - ელი კოენზე (ეს რეალური ისტორიაა), რომელიც 60-იანებში დამასკოში ცხოვრობდა, ტრიალებდა სახელმწიფო თანამდებობის პირების წრეში და მოასწრო სირიის პრეზიდენტის მრჩევლად ყოფნაც. თამაშობს ჯაშუშს, საშა ბარონ კოენს. სერიალი სულ 6 სერიას მოიცავს.
Image result for «ШПИОН»

The Politician

  • ახალი სერიალი "ამერიკული საშინელებათა ისტორიების" შემქმნელისგან. შავი კომედია ახალგაზრდა ადამიანზე სანტა-ბარბიდან, რომელიც ოცნებობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე. აქ ყველაზე მწვავე თემებია - პოლიტიკა, ლგბტ და ბევრი სხვა რამ. შეუდარებელი 47 წლის გვინეტ პელტროუ კი ძალიან კარგად თამაშობს საკვანძო როლს.
Image result for The Politician

Modern Love

  • მინი-სერიალი Amazon-ისგან. ეს არის 8 რეალური ისტორია, გამოქვეყნებული New York Times-ის პოდკასტებში, რომელიც ნიუ-იორკში ხდება. რომანტიკის მოყვარულებს უდავოდ მოეწონებათ - აქ შეხვდებით ცეკვებს წვიმის ქვეშ, ჩხუბებს და მხურვალე შერიგების სცენებს.
Image result for «СОВРЕМЕННАЯ ЛЮБОВЬ»

Unbelievable

  • დეტექტიური სიახლე! მარიას ისტორია, რომელსაც ადანაშაულებენ ტყუილის თქმაში (ის ამბობს, რომ გააუპატიურეს). ორ დეტექტივს მოუწევს მისი უდანაშაულობის დამტკიცება.
Image result for «НЕВЕРОЯТНОЕ»

Prodigal Son

  • იდეალური სერიალი მათთვის, ვინც უკვე უყურა "იფიქრე, როგორც დამნაშავემ" და "გონებებზე მონადირე". აქ სიუჟეტის ცენტრში პროფაილერია (სპეციალისტი, რომელიც სერიული მანიაკების ქცევებს სწავლობს). თუმცა სიუჟეტს ამ სერიალში ძაბავს ის ფაქტი, რომ მთავარი გმირის მამა - სერიული მკვლელია, სახელად "ქირურგი", ხოლო მალკოლნს კონსულტაციის გავლა სწორედ მამასთან უწევს...
Image result for «БЛУДНЫЙ СЫН»

Limetown

  • პატარა ქალაქ ლაიმთაუნში სამი ათასამდე ადამიანი უკვალოდ იკარგება. რადიოჟურნალისტი ლია ჰედოკი იძიებს საქმეს, ვინაიდან გაუჩინარებულებს შორის ერთ-ერთი მისი ბიძაა. ვერ ვიტყვით, რომ სერიალი საუკეთესოა, რაც აქამდე გინახავს, თუმცა ძალიან მოგვწონს ჯესიკა ბილი. შესაბამისად, მისი მონაწილეობით ნამდვილად ღირს ამ სერიალის ნახვა.
Image result for «ЛАЙМТАУН»

The Morning Show

  • ჯენიფერ ენისტონის, რიზ უიზერსპუნისა და სტივენ კარელის მონაწილეობით მინი-სერიალი. მთავარი გმირები ამერიკული დილის გადაცემის ავტორები არიან და როგორც ჩანს, ტელევიზიაში თეთრ სახლზე არანაკლები ინტრიგები იხლართება. სხვათა შორის ენისტონს სერიალ "მეგობრების" შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სერიალში. ასე რომ, ნამდვილად ღირს შენს ყურადღებად.
Image result for «УТРЕННЕЕ ШОУ»

წყარო