ჩვენ შევარჩიეთ შედარებით ახალი საახალწლო თემატიკის ფილმები, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
ალისონ ბენეტი ქალიშვილ ოლივიასთან და დედასთან ერთად ტენესის შტატის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. როცა უძრავის ქონების დეველოპერი მეთიუ ქალაქის შესყიდვას ცდილობს, რათა იქ სათხილამურო კურორტი გააშენოს, ალისონს და ქალაქის მცხოვრებლებს დიდი ძალისხევა დასჭირდებათ ამის აღსაკვეთად. ამ დროს კი გამოჩნდება მოულოდნელი სტუმარი, რომელმაც შესაძლოა ყველა პრობლემა მოაგვაროს.
ფილმის სიუჟეტი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, გრინჩის ანიმაციური ვერსიაა, რომელიც კვლავ შობის ჩაშლის სურვილითაა შეპყრობილი. ამ დროს კი ჰუვილის მცხოვრებლები ყოველწლიური წვეულების სამზადისში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ, წინ რა ელოდებათ...
მირანდა ჩესტერს, რომელმაც ორი შობის წინ მამის ძებნა დაიწყო, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ გამოძიება ოჯახთან ერთად სიყვარულსაც აპოვნინებდა. ნიშნობის შემდეგ ახალი ოჯახის წევრებით გარშემორტყმული მირანდა საშობაოდ ემზადება, მაგრამ წვეულებაზე მოულოდნელად გამოჩენილი იდუმალი სტუმარი ყველაფერს ართულებს.
შობა მირანდასთვის სევდის მომგვრელი დღესასწაულია, რადგან ყოველთვის ახსენებს ოჯახს, რომელიც არასდროს ჰყოლია. პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამის ვინაობა კი არასდროს გაუმხელია. შობამდე სამი დღით ადრე იგებს ინფორმაციას და მამის მოსაძებნად ინგლისში მიემგზავრება, სადაც ხვდება ახალგაზრდა სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მას ეხმარება. ის მალევე მიაგნებს ბიოლოგიურ მამას და საბედისწერო არჩევნის წინაშე დგება...
ლინდსის შობამდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები: დარჩეს მშობლიურ ქალაქში და ცოლად გაჰყვეს შეყვარებულს, თუ სწავლა გააგრძელოს კოლეჯში, რომელიც ქვეყნის მეორე ნაწილშია. საბედნიეროდ, მას აქვს ჯადოსნური საშუალება, რომელიც უჩვენებს, თუ რა მოხდება მომავალ სამ წელში, რომელიმე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
ესტრადის ვარსკვლავი ადელაიდა კეი პრესტონში დარჩა, როდესაც მისი ტურისტული ავტობუსი, მძღოლით და თანმხლები პირებით, მის გარეშე გაემგზავრა. ადელაიდა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
წინასაშობაო საგიჟეთში ორ მარტოხელა მშობელს შემთხვევით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში საშობაო სათამაშოები ერთმანეთში აერევა, რის გამოც შობა ჩაუმწარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის ატანა არ აქვთ, ერთადერთი გზა ერთმანეთის დახმარებაა, რათა საშობაო გეგმები როგორმე ბოლომდე მიიყვანონ. ამასობაში ვერც შეამჩნევენ, როგორ შეუყვარდებათ ერთმანეთი.
ფილმი მოგვითხრობს სანტას ქალიშვილზე, რომელიც ხვდება, რომ დროა, ოჯახურ ბიზნესს თავად ჩაუდგეს სათავეში...
როდესაც ბრაით ფილდსი საშობაო მეჯლისისთვის ემზადება, გაფუჭებული ორნამენტი, ზოს, ოჯახის საიდუმლომდე მიიყვანს, გაბი კი ახალი უფროსის, მიას მოწყალების იმედად არის...
ექსცენტრიკული ლუსი, რომელიც პროდიუსერია, საშობაოდ ინტერნეტით ეძებს მსახიობს სანტა კლაუსის როლისთვის. სანტა კლაუსი კი, რომელიც უკვე 200 წელზე მეტია ბავშვებისთვის სიხარულის მომტანია, ეძებს მემკვიდრეს. შეიძლება ითქვას, რომ მან და ლუსიმ ერთმანეთი იპოვეს. თუმცა არის კი მზად ლუსი ნამდვილ სანტა კლაუსთან შესახვედრად? ან სანტა არის მზად, დაუთმოს თავისი თანამდებობა ფერადკანიან და უცნაური მანერების მქონე ქალბატონს?..