ანიმაციური სურათები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით უნდა შეირჩეს. მნიშვნელოვანია, მშობელმა ჯერ თავად იცოდეს შინაარსი, რომ ბავშვი უნებლიე, უარყოფითი ზეგავლენისგან ან სტრესისგან დაიცვას. ფსიქოლოგების რჩევით, მიზანშეწონილია მშობელმა ბავშვთან ერთად უყუროს ანიმაციურ ფილმებს.
მშობლებსა და შვილებს, განსაკუთრებით ბევრი დრო ურთიერთობებისთვის, უქმეებზე აქვთ. სწორედ შაბათ-კვირისთვის გთავაზობთ 5 რჩეულ ანიმაციას, რომელსაც თქვენს პატარებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ:
“რანგო / Rango “

ქამელეონ რანგოს ძალიან უნდა გახდეს გმირი, ის ქალაქელების უკანასკნელი იმედია. შერიფი რანგო ცდილობს დაიცვას მცხოვრებნი ბოროტმოქმედებისაგან.
მადაგასკარი 3:

ევროპაში ყველაზე ძებნილები / Madagascar 3: Europe’s Most Wanted “ – ევროპაში ყველაზე ძებნილები – ლომი ალექსი, ზებრა მარტი, ჟირაფი მელმანი და ბეჰემოტი გლორია შეუერთდნენ მომთაბარე ცირკს იმ იმედით, რომ დაბრუნდებიან მშობლიურ ნიუ–იორკის ზოოპარკში. გაგრძელება