კინო

5 ფილმი ჯანსაღ კვებაზე, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

5 ფილმი ჯანსაღ კვებაზე, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
დოკუმენტალური ფირები, რომელიც წარმოდგენას შეგიცვლით კვებაზე.
Image result for 5 фильмов о здоровом питании, которые необходимо посмотреть каждому
ყოველდღიურად იმდენად ერთი და იგივე ქმედებებს ჩავდივართ, რომ არც კი ვუფიქრდებით, სინამდვილეში როგორ აისახება ეს ჩვენზე. საკვების მიღება - ერთ-ერთი ასეთი ყოველდღიური მანიპულაციაა: ადამიანი საუზმობს, სადილობს, ვახშმობს ისე რომ არ აქცევს ყურადღებას საკვების შემადგენლობას, ცილების ბალანსს, ცხიმების და ნახშირწყლების სასარგებლო თვისებებს. ამავდროულად კვების ინდუსტრია ერთ ადგილას არ ჩერდება, სულ ახალი კვების ობიექტებისა და მეთოდების შემოთავაზებაშია, კვება კი დროთა განმავლობაში ჯანმრთელობასა და ზედმეტ წონაზე აისახება, რაც ცხოვრების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
Image result for 5 фильмов о здоровом питании, которые необходимо посмотреть каждому
"მარაო"-მ
შეარჩია 5 ფილმი, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას საკვების მიმართ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
Image result for 5 фильмов о здоровом питании, которые необходимо посмотреть каждому

That Sugar Film

  • ავსტრალიური ფილმი გამოსვლისთანავე მსოფლიო ყურადღების განხილვის საგნად იქცა. ვიდეოქრონიკა რეჟისორისა და მსახიობის დეიმონ გამოს მიერ იქნა გადაღებული, რომელმაც საკუთარ თავზე ექსპერიმენტი ჩაატარა. 60 დღის განმავლობაში იკვებებოდა იმ პროდუქტებით, რომელთაც ეწერა "ჯანსაღი". როგორც აღმოჩნდა 0% ცხიმის შემცველობის პროდუქტები შაქარს შეიცავდა და 8 დღეში გამოს წონა 10კგ-ით მეტი გახდა, ფილმი არის მათზე ვინც სუპერმარკეტებში ჯანსაღი კვების სექციების მომხრეა.
Image result for САХАР (2014)

Super Size Me

  • კიდევ ერთი ექსპერიმენტი. ამერიკელი მორგან სპერლო ერთი თვის განმავლობაში იკვებებოდა სწრაფი კვების პროდუქტებით იმისათვის რომ დაკვირვება ეწარმოებინა თავის ჯანმრთელობაზე. ფილმი არის მათზე ვინც შიგადაშიგ ანებივრებს თავს შემწვარი კარტოფილითა და ბურგერებით დემოკრატიული ფასების სანაცვლოდ. მორგანმა მოიმატა 9 კგ მხოლოდ ცხიმების მეშვეობით, ხოლო მომატებული კილოგრამების მოშორებას 1 წელზე მეტხანს ცდილობდა, ფილმის ყურების შემდეგ აღარ მოგინდებათ სწრაფი კვების ობიექტებში მისვლა.
Image result for «ДВОЙНАЯ ПОРЦИЯ» (2004)

Fat Sick & nearly Dead

  • 40 წლის ავსტრალიელი ბიზნესმენი ჯო კროსი დაფიქრდა თავის ცხოვრების წესზე, მაშინ როცა გახდა "მსუქანი, ავადმყოფი და თითქმის მკვდარი". ზღვარზე მისვლის შემდეგ გადაწყვიტა სერიოზული ექსპერიმენტის ჩატარება. 60 დღის განმავლობაში ახლადდაწურულ ხილის წვენს სვავდა, ბოსტნეულს და მწვანილს მიირთმევდა. ამერიკელის შედეგი გასაოცარი იყო, ის არამარტო გახდა, არამედ ბევრი პრობლემა მოუგვარდა ორგანიზმში. ფილმი არის მათთვის ვისაც წვნიანი დეტოქსი უყვარს.
Image result for ТОЛСТЫЙ, БОЛЬНОЙ И ПОЧТИ МЕРТВЫЙ» (2010)

Fed Up

  • ფილმი ამერიკის შეერთებული შტატებში არსებულ სიტუაციაზეა, რომელიც სხვა ქვეყნის მაყურებლებისთვისაც კარგი სანახავია. ავტორებმა გაარკვიეს როგორ მუშაობს კვების ინდუსტრია სინამდვილეში და რამდენ პრობლემას უქმნიან მილიონობით ადამიანების ჯანმრთელობას არასწორი კვებით.
Image result for «СЫТ ПО ГОРЛО» (2014)

PlanEat

  • დოკუმენტური ფილმი შექმნილი იყო კათედრის პროფესორის მიერ კვების ბიოქიმიაში კორნელის უნივერსიტეტიდან კოლენ კემპბელის მონაწილეობით, ფილმში განხილულია ცხოველური წარმომავლობის საკვების ცუდი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, იმაზე თუ როგორ იწარმოება სინამდვილეში ხორცი მთელი პლანეტის მასშტაბით.
Image result for «ПЛАНЕДА: ДУМАЙ, ЧТО ЕШЬ» (2010)
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93