კინო

6 მინი-სერიალი: რას ვუყუროთ დაქალებთან ერთად

6 მინი-სერიალი: რას ვუყუროთ დაქალებთან ერთად
თუკი მინი-სერიალ „Gossip Girl“-ის ყველა სეზონი გაქვს ნანახი და 2020 წელს ელოდები ახალი სეზონის სანახავად, იმისათვის, რომ არ მოიწყინო, თავი მოვუყარეთ 6 რეიტინგულ ტელესერიალს მსგავსი საკულტო თინეიჯერული დრამებით, „ნენსი დრიუს“ ჩათვლით.
ჩაინიშნე!
Image result for сериал «Сплетницу»

Nancy Drew

  • ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ „Gossip Girl“-სა და „Nancy Drew“-ს ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო, თუმცა გეტყვით, რომ არ უნდა აჩქარდეთ ამ დასკვნის გამოტანაში. თუკი ბავშვობაში კითხულობდით ნენსი დრიუს, თქვენს გაოცებას გამოიწვევს ამ წიგნის ტელეეკრანიზაცია თინეიჯერ დეტექტივზე. თანამედროვე ნენსი, რომლის როლსაც ამერიკელი მსახიობი
    და მომღერალი კენედი მაკ-მანი ასრულებს, უკვე აღარ არის იმ ასაკის პატარა სკოლის გოგონა. გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა მისტიკური და საიდუმლო ისტორიის შექმნა, სავსე ფსიქოლოგიური წინააღმდეგობებით.

Image result for «Нэнси Дрю» (2019-…)

The O.C.

  • ყველაზე ხშირად „Gossip Girl“-ს ამ სერიალს ადარებენ და გასაგებია, რატომაც: სცენარისტი და პროდიუსერი ჯოშ შვარცი ორივე სერიალზე გულმოდგინედ მუშაობდა. „The O.C.“ 16 წლის რაიანზე მოგვითხრობს ისტორიას, რომელსაც რთული წარსული ჰქონდა. ქუჩაში გატარებული დიდი დროის შემდეგ ის ხვდება ცნობილი ადვოკატის ოჯახში, რომელიც დაეხმარება რაიანს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების აცილებაში. თუმცა კალიფორნიის მდიდრულ უბანში ცხოვრება არანაკლებ რთული აღმოჩნდება, მოდური ცხოვრებისა და მდიდარი ხალხის მიღმა კი ტყუილი და ღალატი იმალება.

Image result for The O.C.

Elite

  • „Elite“- კარგი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად კარგად ეხერხებათ ამერიკელებს გასართობი სერიალების გადაღება. შოუ ესპანური წარმომავლობისაა და აღწერს სამი თინეიჯერის ცხოვრებას ღარიბი ოჯახებიდან, რომლებიც ხვდებიან ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში, სახელად ლას-ენჩინას. მდიდრული ცხოვრებით უზრუნველყოფილი თანატოლები აღფრთოვანებულები არიან ახალი კლასელებით - იწყება ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რომელშიც მთავარი გმირები მკვლელობაზეც არიან წამსვლელები.
Image result for elite netflix

უყურეთ

Legacies

  • „ვამპირის დღიურების“ და „უძველესების“ სპინ-ოფი სწორედ 17 წლის ჰოუპ მაიკლსონზე მოგვითხრობს, რომელიც სუპერძალების მქონე ბავშვების სკოლაში სწავლობს. აქ ახალგაზრდა ჯადოქრები, ვამპირები და მაქციები იბრძვიან სიკეთის დასაპყრობად. სალვატორების სკოლა არაერთხელ იქნება ნაცნობი კონსტანს ბილლარდის ატმოსფეროშიც. რეკომენდაციას ნამდვილად ვუწევთ.
Image result for legacies season 2

უყურეთ

13 Reasons Why

  • კიდევ ერთი სერიალი ცნობისმოყვარეობაზე. „13 Reasons Why“ სამ სეზონს მოიცავს და გვიყვება ჰანა ბეიკერის ისტორიას, რომელიც თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს. სანამ გარდაიცვლება, დაუტოვებს წერილს თავის კლასელს, ქლეი ჯენსენს, 13 აუდიოჩანაწერის სახით, სადაც თვითმკვლელობის დეტალებს ჰყვება. წარმოგიდგენიათ, რა დაემართება ქლეის, როცა გაიგებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ჰანას თვითმკველობის თავად არის?
Image result for 13 reasons why season 1

უყურეთ

You

  • ერთ-ერთი მიზეზი თუკი არის ის, რაც მოგწონთ „Gossip Girl“-ში, დარწმუნებული ვარ, პენი ბეჯლია, რომელმაც დენ ჰამფრის როლი მოირგო. შესაბამისად, ეს სერიალიც თქვენს ფავორიტებში ჩაჯდება უდავოდ. მსახიობმა აქ უკვე წიგნის მაღაზიის მენეჯერის როლი მოირგო, რომელიც ხვდება ნიჭიერ დამწყებ მწერალს და გადაწყვეტს მასზე ინფორმაციის შეგროვებას. სოციალური ქსელის მეშვეობით ამ გოგონას შესახებ ყველა დეტალს გაიგებს და შეყვარებულობა გადაეზრდება დამოკიდებულებაში...
Related image
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93