კინო

2019 წლის ტოპ-5 ფილმი შობაზე, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგილამაზებთ

2019 წლის ტოპ-5 ფილმი შობაზე, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგილამაზებთ
ახალი წლის დღეებში თბილი და საინტერესო ფილმების ყურება ალბათ ბევრს გიყვართ. წარმოგიდგენთ 2019 წლის ყველაზე რეიტინგულ და ლამაზ საშობაო 5 ფილმს. იმედია ეს ფილმები საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

კონკია- საშობაო სურვილი- ეს არის ფილმი გოგონაზე, რომელიც თავისი შინაგანი სამყაროთი ყველასგან გამორჩეულია. 
კონკიას სტანდარტული ისტორია სულაც არ არის, რადგან ბევრი დეტალი შეცვლილია. წინ თავგადასავალი, ბევრი ღიმილით სავსე მომენტი და ამბის საინტერესო განვითარება გელით.


რაინდი შობის წინ- ფანტაზიისა და რეალობის ნაზავი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ. რა მოხდება, თუ
დროსა და სივრცეში ერთი მარტივი გადაცდომა მოხდება და ერთ გულს მეორე გულის პოვნის შესაძლებლობა მიეცემა? დარჩებიან ერთად მთავარი გმირები, თუ განზომილება დააშორებთ? ამას ამ მშვენიერი საახალწლო ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.


ნოელი- ნოელი სანტას შთამომავალია. მისი ძმის მოვალეობაა, რომ სანტას ადგილი დაიკავოს და ღირსეული მემკვიდრე გახდეს. სინამდვილეში კი ვითარება იცვლება, როცა საჩუქრების და ჯადოსნური განწყობის გარეშე დარჩენის საფრთხე ჩნდება. ნოელი მებრძოლი გოგოა, ამიტომაც სრულიად სხვა გარემოში ყოფნა მოუწევს. წინ დიდი თავგადასავალია..

შობა საშობაო ფილმში- როდესაც ამ გოგონებს ვუყურებდი, მეღიმებოდა. იმიტომ, რომ ალბათ გულის სიღრმეში ყველას გვქონია სურვილი, სულ ცოტა ხნით მაინც აღმოვჩენილიყავით ჯადოსნურ საშობაო ფილმში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. რეალობისგან გაქცეული გოგონები უცნაურ ამბავში ეხვევიან. იპოვიან ნამდვილ სიყვარულს რეალობაშიც?

შობის პრინცი: სამეფო ბავშვი- ეს ფილმი მისწრებაა მათთვის, ვისაც ახალი წლის დღეებში ოჯახთან ერთად სურს მხიარული განწყობა შეიქმნას. ფილმის მთავარი გმირები დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი არიან.
შობისწინა ღამეს ხელშეკრულება დაიკარგება. ამოქმედდება თუ არა უძველესი წყევლა? ეს ყველაფერი უკვე ამბერზეა დამოკიდებული. მან უნდა გაარკვიოს ვინ არის ქურდი, იქამდე, ვიდრე თორმეტი საათი შესრულდება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93