კინო

"საშიში ზღაპრები" და კიდევ 5 ჰორორ-სერიალი (ვიდეო)

"საშიში ზღაპრები" და კიდევ 5 ჰორორ-სერიალი (ვიდეო)
თუ საშინელებათა ფილმები და ზოგადად, ეს ჟანრი გიყვართ, გირჩევთ, ეს ხუთი სერიალი ნახოთ!

საშიში ზღაპრები/Penny Dreadful


ფილმის სიუჟეტი: სერიალის მთავარი მოქმედი პირები ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების საშიში პერსონაჟები არიან: ექიმი ფრანკენშტეინი და მისი ქმნილება, დორიან გრეი და საკულტო ფიგურები რომანიდან "დრაკულა". ისინი ვიქტორიანული ეპოქის ლონდონში სხვადასხვა საშინელი ამბის მონაწილენი ხდებიან.

უყურეთ ონლაინ


საბრინას შემაძრწუნებელი თავგადასავალი/Chilling Adventures of Sabrina



თინეიჯერი ჯადოქარი საბრინა ცდილობს, გაერკვეს ადამიანურთან ერთად თავის მაგიურ ბუნებაში. პარალელურად, მას უწევს იმ ბოროტ ძალებთან ბრძოლა, რომლებიც
ემუქრებიან მას, მის ოჯახს და სრულიად კაცობრიობას.


ჰილ ჰაუსის მოჩვენებები/THE HAUNTING OF HILL HOUSE



საშინელებათა დრამა შირლი ჯექსონის 1959 წლის ნოველაზეა დაფუძნებული. ნეტფლიქსის სერიალი, Haunting Of Hill House, ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰორორია.

ქასელ როქი/Castle Rock




შოუშენკის ციხის დირექტორი თავს იკლავს და ამის შემდეგ ციხის დახურულ ნაწილში უცნაურ ახალგაზრდას იპოვიან. არავინ იცის, ვინაა ის, თავად კი მხოლოდ ადვოკატის, ჰენრი დივერის სახელს ამბობს, რომელიც ქასელ როქში გაიზარდა. დივერი ქალაქში ბრუნდება და ცდილობს ამოხსნას იდუმალი პატიმრის საიდუმლო.

ტერორი/The Terror



1845 წელს გამოცდილი მკვლევარის, სერ ჯონ ფრანკლინის მეთაურობით, ექსპედიცია მიემგზავრება ჩრდილოეთ კანადის სანაპიროზე ჩრდილო-დასავლეთ არხის საპოვნელად, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში და იკარგება. გუნდის ძიება რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა და დეტალები დღემდე თეთრი ლაქებითაა დაფარული...

უყურეთ ონლაინ

წვიმა /The Rain



ექვსი წლის წინ მომაკვდინებელმა ვირუსმა, რომელსაც წვიმის წვეთები შეიცავდა, დედამიწაზე ბოლო მოუღო ყველაფერს. კორპორაცია "აპოლოს" თანამშრომელმა, რომელმაც იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, გადამალა თავისი ოჯახი სპეციალურ ბუნკერში, თვითონ კი კაცობრიობის გადასარჩენად გაემართა. 6 წლის შემდეგ ოჯახს საკვები ელევა. უფროსი და გადაწყვეტს, გავიდეს ბუნკერიდან, რათა გადაარჩინოს უმცროსი ძმა.
ბეჭდვა
e87a93