კინო

კინოგიდი: მერსი სულხანიშვილის ტოპ-5 საყვარელი ფილმი

კინოგიდი: მერსი სულხანიშვილის ტოპ-5 საყვარელი ფილმი
მერსიმ საუბარში გვითხრა, რომ ფილმები, ისევე, როგორც კითხვა, ძალიან უყვარს: „როცა დრო მაქვს, ან წიგნს ვკითხულობ, ან ფილმს ვუყურებ. კინოში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა ვცდილობ, მსოფლიო პრემიერები არ გამოვტოვო.

წარმოგიდგენთ მერსი სულხანიშვილის ტოპ-5 საყვარელ ფილმს:

“რკინის ლედი”


ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია. მეტსაც გეტყვით, მისი ყურება არასდროს მბეზრდება. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ეს არ არის უბრალოდ ფილმი. მასში კარგად ჩანს, როგორ იწრთობიან პოლიტიკოსები. ამ ფილმიდან ბევრის სწავლაა შესაძლებელი, არა მხოლოდ პოლიტიკის მხრივ, არამედ მასში, ფაქტობრივად,
საჯარო გამოსვლის ხელოვნების, იმიჯის და რეპუტაციის შექმნის მასტერკლასია. ამის გარდა, თავად მარგარეტ ტეტჩერი ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსია. ასევე, მის როლს ჩემი საყვარელი მსახიობი მერილ სტრიპი თამაშობს, რომელიც შეუდარებელია.

“ანგელოზები და დემონები”


ფილმი, რომელიც იდეალურად შეგვიძლია მოვარგოთ დღევანდელ მსოფლიოს, პოლიტიკას, კულტურას და ზოგადად, ბევრ დარგს.

“სოლტი”


სადაც ჩანს პოლიტიკური თამაშები.

“ეშმაკი ატარებს პრადას”


თითქოს ფილმი მოდურ პრიალა სამყაროს გვაზიარებს, მაგრამ ამავე დროს, გვიჩვენებს მოდის ინდუსტრიის მკაცრ წესებს. ფილმის ფინალი კარგი მაყურებლებისთვის არის შექმნილი, ის საკმაოდ სიღრმისეულია.

“გულთან ახლოს”


მთავარია, სწორად დავისახოთ მიზნები, ისინი აუცილებლად რეალობად იქცევა.

ხათუნა კორთხონჯია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93