ვალენტინობის დღისთვის, თუკი საღამოს მყუდროდ გატარება და სახლში კინოსეანსის მოწყობა გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ ფილმის შერჩევა. ხოლო იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ არჩევანი, თავი მოვუყარეთ ისეთ ფილმებს, რომლებიც თქვენს წყვილს შეესაბამება!
რომანტიკული ნატურებისთვის
საუკეთესო ჩემში/The Best of Me

- პირველი სიყვარული - ყოველთვის ყველაზე კაშკაშა და ძლიერია. მას ხშირად ბავშვურ და ქარწაღებულ სიყვარულსაც ეძახიან, თუმცა ფსიქოლოგებმა ყველაზე წრფელად პირველი სიყვარული აღიარეს, რომელზეც არაერთი გოგონა ოცნებობს. ამანდამ და დოუსონმა ერთმანეთი სკოლაში შეიყვარეს. მათ სურდათ, ბედნიერები ყოფილიყვნენ და მთელი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ, თუმცა გოგონას მშობლები წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ და ყველა ღონეს მიმართეს მათ დასაშორებლად. მართლაც დაშორდნენ ისინი ერთმანეთს და დაიწყეს თავიანთი ცხოვრებით არსებობა. 21 წლის შემდეგ, ძველი მეგობრის დასაფლავებაზე ამანდა და დოუსონი ერთმანეთს ხვდებიან და თუ ერთის გრძნობები ამ დროის განმავლობაში ჩაქრა, მეორე ბავშვური სიყვარულის ერთგული დარჩა. მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული ფილმი!
დღიური/The Notebook
- ელლი და ნოი - სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები არიან. გოგონა მდიდარი მშობლების შვილია, ბიჭი კი - სოფელში უბრალოდ მცხოვრები მშრომელი ადამიანი. ეს იყო მათი პირველი სიყვარული, დაუჯერებლად ვნებიანი და რომანტიკული. სიყვარული, რომელიც სოციალურ ფენებს შორის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. საკმაოდ გულისამაჩუყებელი ფილმი, თუ როგორ შლის სიყვარული ყველა საზღვარს.
ვნებიანი წყვილისთვის
ცდუნება/Original Sin

- მდიდარი კუბელი ვაჭარი ლუის ანტონიო ვარგასი მიმოწერით გაიცნობს ამერიკელ ჯულიას. ჯულია ისეთ გულისამაჩუყებელ წერილებს სწერს ანტონიოს, რომ გადაწყვეტს, სასწრაფოდ ცოლად შეირთოს და დაქორწინდებიან კიდეც. ახალგაზრდა ცოლი ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და ზედმეტად კარგია, თუმცა ის ჯულია არ არის. სინამდვილეში მატყუარა აღმოჩნდება, რომელმაც სხვისი სახელი მიისაკუთრა, ვარგასის გასაქურდად. ლუის ანტონიო ყველაფერზე წავა იმისათვის, რომ დაიბრუნოს ეს ქალი, თუმცა არა იმიტომ, რომ დაიბრუნოს მოპარული მილიონები...
მჭიდრო კავშირები/Conversation(s) with Other Women

- ეს ერთი ნახვით შეყვარებაც არ არის, ეს რაღაც ამოუცნობი, ძლიერი კავშირია, რომელსაც წინ ვერ აღუდგები. ერთმანეთს საქორწილო წვეულებაზე შეხვდნენ და ათ წუთში მიხვდნენ, რომ მთელი ცხოვრება იცნობდნენ. ამ საღამოს განმავლობაში ყველაფრის განხილვა მოასწრეს დედამიწის ზურგზე. ყველაზე საშინელი საიდუმლოებებით დაწყებული, რომელსაც არავის უმხელდნენ. თუმცა მათი სიყვარული მზის ამოსვლასთან ერთად ჩაქრა. რატომ? ნახეთ და შეაფასეთ.
ოჯახური სიმყუდროვის მოყვარულთათვის
მარლი და მე/Marley & Me
- ახალგაზრდა წყვილი ახალ სახლში გადადის. რა თქმა უნდა, დიდი გეგმები აქვთ წინ: რემონტი, მოგზაურობა და... ბავშვები. თუმცა დასაწყისისთვის ძაღლს აიყვანენ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობენ. ვინ იფიქრებდა, რომ ერთგული მეგობარი მთავარი გამოცდა აღმოჩნდება მათ ცხოვრებაში?
ცვლილებების გზა/Revolutionary Road
- მეორე სურათი, სადაც ლეონარდო დი კაპრიომ და ქეით უინსლეტმა ერთად იმუშავეს. ჩვენ სპეციალურად არ ავიღეთ მათი პირველი კინოეკრანიზაცია „ტიტანიკი“, ვინაიდან სწორედ „ცვლილებების გზა“ გვაჩვენებს სირთულეებს, რომლებიც ოჯახური თანაცხოვრებისას წარმოიქმნება. ეს ფილმი არ არის ბედნიერ სიყვარულზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გრძნობების და გზის მოფრთხილება, რომელიც დიდხნიანი თანაცხოვრების შედეგად მოდის.
ნამდვილი მეამბოხეებისთვის
სიდი და ნენსი/Sid and Nancy
- თავდაპირველი სახელწოდება ფილმის იყო - „სიყვარული კლავს“. ეპიკური დრამა სიდ ვიშენსის Sex Pistols-ის ლეგენდარული ბასისტის ცხოვრებაზე, სიკვდილსა და სიყვარულზე. სამოცდაათიანები, როკ-ენ-როლი და ჰეროინი ორზე, საიდანაც სიდი და ნენსი ცოცხლების სამყაროში ვეღარ დაბრუნდნენ. ეს არის ფილმი სიყვარულზე, რომელიც არ იარსებებს, ვინაიდან სიყვარული ნარკოტიკებთან ერთად არ არსებობს - არსებობს ან სიყვარული, ან ნარკოტიკები, ან სიყვარული ნარკოტიკებისადმი. სიდი და ნენსი ნამდვილად შეყვარებულები იყვნენ ერთმანეთზე, გულწრფელად და სიგიჟემდე. სიცოცხლის ბოლომდე.
ნამდვილი სიყვარული/True Romance
- ალაბამა - გოგონა გამოძახებით, კლარენსი - მისი პირველი და უკანასკნელი კლიენტი. უკანასკნელი იმიტომ, რომ კლარენსს შეუყვარდა ალაბამა და მის სუტენიორთან მივიდა „სტუმრად“. წამოსვლისას უკან მოიტოვა ორი გვამი და თან გაიყოლა კოკაინით სავსე ჩემოდანი. კლარენსი და ალაბამა დაქორწინდნენ და ამერიკის გარშემო წავიდნენ სამოგზაუროდ, თუმცა კოკაინის მაფია კუდზე გაჰყვა. საკმაოდ ლამაზი და დაძაბული სიუჟეტი კრისტიან სლეიტერის, პატრისია არკეტის, ბრედ პიტის, ჰარი ოლდმანის, ველ ქილმერის მონაწილეობით. სროლები, სისხლი, სიყვარული - მოკლედ, მთელი არსენალი კვენტინ ტარანტინოსგან.
მათთვის, ვისაც უყვარს „ყველაფერი რთულად“ შემიყვარე, თუ გაბედავ /Love Me If You Dare

- ჟულიენს დედამ ერთხელ ლამაზი ყუთი აჩუქა და უთხრა, რომ ეს ნამდვილი განძია. ბიჭი გარეთ გავიდა და ნახა, რომ ბავშვების ჯგუფი პატარა სოფის აწყენინებს. მის დასამშვიდებლად ჟულიენმა აჩუქა ყუთი, თუმცა სთხოვა, რომ ზოგჯერ ათხოვოს. სოფი სთავაზობს ჟულიენს ყუთზე უფლების მოსაპოვებლად დავალებას: თუკი დაპარკინგებული ავტობუსიდან სახელურს მოაძრობს - ყუთი მისი გახდება. ამ მომენტიდან იწყება უცნაური თამაში, რომელიც წლები გრძელდება. ყუთი ხელიდან ხელში გადადის, ხოლო დავალებები უფრო და უფრო რთულდება.
მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან/Only Lovers Left Alive
- ადამი - როკერი დეტროიტიდან, მოსაწყენი ტიპი, გადაღლილი საზოგადოებისგან. ევა - სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელსაც მაროკოს ხმაურიანი, თბილი ჰაერი უყვარს. ამ ორს ერთმანეთი ძალიან უყვარს, მაგრამ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრება ურჩევნიათ. უფრო სწორად, ერჩივნათ მანამ, სანამ ევამ გააცნობიერა, რომ ადამი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და უნდა უშველოს დროულად. მეორე მხრივ, როგორ არ ჩავარდები დეპრესიაში, თუკი შენ და შენი საყვარელი ადამიანი ყველაზე მოხუცი ვამპირები ხართ სამყაროში? ფანტასტიკურად ლამაზი და ნაზი ფილმი ჯიმ ჯარმუშის ტრადიციების გათვალისწინებით, უბადლოდ შესრულებული ტომ ჰიდლსტონისა და ტილდა სუინტონის მიერ. ნოტიო-ვანილის ედვარდ კალენი და ბელა შურიანი თვალებით სკოლის გასახდელში ტირიან.
წყარო