კინო

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები

გაბრიელა სპანიკი, მარიო ჩიმარო და ლათინოამერიკული სერიალების სხვა ვარსკვლავები წლების შემდეგ - როგორ შეცვალა დრომ მსახიობები
ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი წლე­ბის უკან სა­ქარ­თვე­ლო­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და. ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ 90-იანი წლე­ბის სიმ­ძი­მე "კა­სან­დრამ“, "ვე­ლურ­მა გულ­მა“ და სხვა ტე­ლე­ნო­ვე­ლებ­მა გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში სე­რი­ა­ლის ნახ­ვა ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი იყო. 90-იანი წლე­ბის ადა­მი­ა­ნებს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ, რო­გორ იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერ­თად მე­ზობ­ლე­ბი საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად. შე­საძ­ლოა, ამის­თვის საკ­მა­ოდ შორ მან­ძილ­ზეც კი გი­წევ­დათ წას­ვლა.

ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბი 90-იანი წლე­ბის შემ­დე­გაც ინარ­ჩუ­ნებ­დნენ პო­პუ­ლა­რო­ბას. დღეს კი, როცა ისი­ნი თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, ბევ­რს ნოს­ტალ­გია აქვს.

თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის
გმი­რე­ბის ფო­ტო­ებს, ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან ისი­ნი ახლა, წლე­ბის შემ­დეგ. ბევ­რი მათ­გა­ნი დრომ ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა და შე­საძ­ლოა, ცნო­ბა გა­გი­ჭირ­დეთ, თუმ­ცა ბევ­რიც ძველ ფორ­მას და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

გაბ­რი­ე­ლა სპა­ნი­კი - ალ­ბათ, გახ­სოვთ სე­რი­ა­ლი Prisionera. გაბ­რი­ე­ლა სპა­ნი­კი მა­ყუ­რე­ბელ­მა სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლით გა­იც­ნო. ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი 46 წლი­საა. გაბ­რი­ე­ლას ყო­ფი­ლი ბო­იფ­რენ­დის­გან, ნილ პე­რე­სის­გან 2008 წელს ვაჟი, გაბ­რი­ელ დე ჟე­სუ­სი შე­ე­ძი­ნა.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან Prisionera
ეს კი მსა­ხი­ო­ბის ახა­ლი ფო­ტოა "ინ­სტაგ­რა­მი­დან"

დანა გარ­სია - მსა­ხი­ო­ბი ახლა 42 წლი­საა. მას რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ეს­პა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტთან, იბან გონ­სა­ლეს­თან, რო­მელ­თა­ნაც 2017 წელს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. დანა გარ­სია ტე­ლე­ნო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს ახ­სოვს ნორ­მა ელი­ზონ­დოს რო­ლით სე­რი­ა­ლი­დან "ფა­რუ­ლი ვნე­ბა“ (Pasión de gavilanes), სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას მა­რიო ჩი­მა­როს უწევ­და. სე­რი­ა­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.


მა­რიო ჩი­მა­რო - გრძელთმი­ა­ნი მა­ჩოს რო­ლე­ბით მა­რიო ჩი­მა­რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მარ­ტი­ვად მო­ხიბ­ლა. მსა­ხი­ო­ბი ახლა 48 წლი­საა და მის გა­რეგ­ნო­ბა­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რელ ხუ­ანს წლე­ბი ვე­რა­ფერს აკ­ლებს.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93