კინო

5 საუკეთესო ფილმი ქალებზე, რომლებმაც ბედნიერება იპოვეს

5 საუკეთესო ფილმი ქალებზე, რომლებმაც ბედნიერება იპოვეს
კინოფირები საკუთარი თავის ძიების პროცესზე, რომლებიც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა ნახოს. "მარაომ" შეადგინა სია საუკეთესო კინოსურათებით ქალებზე, რომლებშიც მთავარი როლის შემსრულებლები დიდ და რთულ გზას გადიან ბედნიერების მისაღწევად. ამ ფილმებში იპოვით ყველა კითხვაზე პასუხს, რომლებსაც ადრე თუ გვიან ყველა ქალი უსვამს საკუთარ თავს.
5 фильмов, которые должна посмотреть каждая женщина (фото 5)

Wild / 2014

  • რიზ უიზერსპუნის მონაწილეობით ფილმი გადაღებული მწერალ შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიულ წიგნზე და ეკრანიზებულია ჟან-მარკ ვალეს მიერ. სურათი ასახავს გოგონას ცხოვრებას, რომელიც ჩიხში მოექცა: გაეყარა ქმარს და გადაიტანა დედის გარდაცვალება. იმისათვის, რომ
    გამოერკვეს დეპრესიიდან და გაუგოს საკუთარ თავს, მოიკიდა დიდი ზომის ზურგჩანთა და ამერიკის ყველაზე მიუვალ ადგილებში წავიდა ფეხით სამოგზაუროდ. მოგზაურობისას, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა, მან მოახერხა საკუთარი თავის ხელახლა პოვნა და იმის გაგება, თუ რა აბედნიერებდა.
Image result for «ДИКАЯ» (2014)

Frances Ha / 2013

  • ყურადღების ცენტრში 27 წლის ოპტიმისტი ფრენსის ცხოვრებაა, რომელიც კალიფორნიიდან ნიუ-იორკის დასაპყრობად წავიდა. ის ცეკვავს საბალეტო დასში და ბოჰემური ცხოვრების წესს ეწევა იმისათვის, რომ გაერკვეს უკეთ, თუ რას ნიშნავს ზრდასრული ცხოვრება. მთავარი გმირი ერთგულებას ასწავლის საკუთარ თავსა და საკუთარ ოცნებებს. ფილმი სავსეა ირონიული ციტატებით ბრიჯიტ ჯონსის მსგავსად, განხილულია ქალური მეგობრობა. კინოსურათმა კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო რეჟისორს, ნოა ბაუმბაჰს ახალი ვუდი ალენი შეარქვეს. მთავარი როლის შემსრულებელმა გრეტა ჰერვიგმა "ოქროს გლობუსის" ნომინაციაც დაიმსახურა ამ როლისთვის.
Image result for «МИЛАЯ ФРЭНСИС» (2013)

Eat Pray Love / 2010

  • ფილმი დაფუძნებულია მწერალ ელიზაბეტ გილბერტის ავტობიოგრაფიულ წიგნზე ჯულია რობერტსთან ერთად მთავარ როლში. ერთხელ მთავარი გმირი ხვდება, რომ ცხოვრობს სრულიად სხვა ცხოვრებით, იმისგან განსხვავებით, თუ როგორი სურდა სინამდვილეში. ერთ დღესაც გადაწყვიტა მეუღლესთან განქორწინება და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასვლა იმისათვის, რომ საკუთარი თავი და შინაგანი ბალანსი აღმოეჩინა. ასე იტალიაში ცხოვრების ბედნიერ მომენტებს იპოვის, ინდოეთში რწმენას დაიბრუნებს, ინდონეზია ჰარმონიას მიანიჭებს. ფილმი მდიდარია ნიუ-იორკის, ნეაპოლის, პატაუდის და ბალის ლამაზი პეიზაჟებით და ჯამში, მოაგროვა რეკორდული თანხა კინოგაქირავებიდან - 204.6 მილიონი დოლარი, როცა ბიუჯეტი 60 მილიონ დოლარს შეადგენდა.
Image result for «ЕШЬ, МОЛИСЬ, ЛЮБИ» (2010)

Joy / 2016

  • ფილმის სიუჟეტს საფუძვლად უდევს ჯოი მანგანოს რეალური ისტორია - მარტოხელა დედა ლონგ-აილენდიდან, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი თვითგაწურვადი ჯოხი შექმნა. მანამ, სანამ ჯოიმ ბიზნესიმპერია დააარსა სახლის მოვლის პროდუქციით, მან რთული გზა გაიარა საკუთარი თავის უარყოფის ჩათვლით. გულისამაჩუყებელი სცენები ჯოის მონოლოგით. ჯენიფერ ლოურენსმა ამ როლის შესრულებისთვის "ოქროს გლობუსიც" მოიპოვა და ნომინირებული იყო "ოსკარზეც".
5 фильмов, которые должна посмотреть каждая женщина (фото 7)

Julie & Julia / 2009

  • მერილ სტრიპის მონაწილეობით კინოფირი კრიზისზე მოგვითხრობს, რომელსაც 30 წელს ზემოთ გადაცილებული ქალების უმეტესობა განიცდის. ოფისში მომუშავე ჯული გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების შეცვლას, თუმცა ვერ ხვდება, საით უნდა წავიდეს. თერაპიის სახით ჯული გადაწყვეტს, მთელი წლის განმავლობაში მოამზადოს ცნობილი ამერიკელი შეფ-მზარეულის, ჯულია ჩაილდის რეცეპტებით კერძები. პარალელურად, ფილმში ჩაილდის ცხოვრებაზეა საუბარი, რომელიც თავის დიპლომატ მეუღლესთან ერთად პარიზში გადადის საცხოვრებლად იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს, მანამ, სანამ მისი მეუღლე სამსახურშით არის დაკავებული. მთავარი გმირი ფილმიდან გვახსენებს იმას, რომ შესაძლოა საკუთარი თავის საპოვნელად წლები დავკარგოთ, თუმცა ეს ამად ღირს. საკულტო როლის შესრულებისათვის მერილ სტრიპმა "ოქროს გლობუსიც" მოიპოვა.
Image result for «ДЖУЛИ И ДЖУЛИЯ: ГОТОВИМ СЧАСТЬЕ ПО РЕЦЕПТУ» (2009)
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93