წლების წინ, თვიდან თვემდე 2-3 ფილმი თუ გამოვიდოდა, ახლა კი ერთ თვეში მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 25-30 ფილმს იღებენ. მართალია ყველას ნახვა არც ღირს, თუმცა მათი ჩამონათვალის ცოდნა მაინც სასიამოვნოა, სხვა თუ არაფერი, გვეცოდინება ჰოლივუდში რომელი მსახიობები ტრიალებენ და ოსკარზე რა ფილმს უნდა ველოდოთ.
მარტის დასაწყისში უკვე უკვე 20-მდე ფილმი გამოვიდა, თვის მეორე ნახევარი წინ არის და ვნახოთ რა ფილმები გამოვა მარტის ბოლოსკენ.
1. 2019 წელს გადაღებული დრამა „ადამიანი კაპიტალი“, Human Capital, წელს მარტის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვა, ფილმი ორი განსხვავებული ოჯახის ისტორიაზეა, რომელთა ბავშვებიც შემთხვევით ერთმანეთს შეხვდებიან და სასიყვარულო დრამაც სწორედ აქედან დაიწყბა, ურთიერთობა რთული და პრობლემებით სავსე იქნება.
2. „გარეული ბატების ტბა“, The Wild Goose Lake, ამერიკაში კინოეკრანებზე მარტის ბოლოს გამოჩნდება, დრამატული ჟანრის ფილმი განგსტერული ოჯახის ცხოვრებაზეა და სასიყვარულ ურთიერთბები აქაც იჩენს თავს. ფილმი ჩინელი რეჟისორის, იან დიაოს შემოქმედებაა.
3. 25 მარტს, ისევ ამერიკაში, ანიმეს მორიგი მულტფილმი გამოვა. „დიგიმონის თავგადასავალი“ Digimon Adventure: Last Evolution Kizuna, სათავგადასავლო ჟანრის მულტფილმია, რომელიც დიგიმონის ისტორიის ერთგვარი გაგრძელებაა. მთავარი გმირები ხვდებიან, რომ ისინი გაიზარდნენ და დიგიმონთან ურთიერთბის გარკვევას ცდილობენ, შხირი ჩხუბისა და გაურკვევლობის ფონზე სიტუაცია უფრო იძაბება, რაც კარგად არ დასრულდება...
4. 27 მარტიდან ამერიკა კიდევ ერთ ახალ ფილმს იხილავს, „იმპერატორი“ Emperor ასე ჰქვია დრამატული ჟანრის ფილმს, რომელიც ბრუს დერნისა და ჯეიმ კრომველის მონაწილეობით მსოფლიო კინო ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება. ფილმი ბრძოლაში თავის დაცვასა და გადარჩენაზე ერთ საინტერესო ისტორიას უყვება მაყურებელს, რომელიც მარკ ამინმ რეალურ ფაქტებზე დაყრდობით გადაიღო.
5. მარტის ბოლო ფილმი Banana Split-ია, რომელიც კომედიური ჟანრის საინტერესო ისტორიას გვთავაზობს, 2018 წელს გადაღებული ფილმი წელს, 27 მარტს ამერიკაში გამოვა და ინტერნეტ სივცეშიც მალე გავრცელდება. ფილმში მოქმედება ზაფხულში ხდება, ორი თინეიჯერი გოგო ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგება, ერთ-ერთი მეგობარი მეორე მეგობრის ყოფილ შეყვარებულს ხვდება, რასაც კარგი დასასრული არ უჩანს.