ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა სიტუაციას დადებითი მხარე აღმოვუჩინოთ. კარანტინის პერიოდში აუცილებელია, რომ საინტერესო რამეზე გადაერთოთ. ახლა ხომ მეტი დრო გაქვთ იმისთვის, რომ თუნდაც სერიალებს ჩაუჯდეთ. ჩვენ თქვენთვის საუკეთესო სერიალები შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ.
„ტრიგონომეტრია“ გვიყვება სიყვარულზე, ურთიერთობებზე და ადამიანების ფსიქოლოგიას გვაცნობს.
ლონდონელი წყვილი ცდილობს, რომ კრიზისი დაძლიოს და უფულობის გამო გადაწყვეტენ, ბინა მეზობელთან გაიყონ. ჯემას და კირანს წინ დიდი გამოცდა ელით.
მეზობლის გამოჩენა მათ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. რა მოჰყვება ამ სასიყვარულო სამკუთხედს?
ახალი ანიმაციური სერიალი, „The Simpsons“-ის შემქმნელებისგან.
მთავარი გმირი- დუნკანი ჩვეულებრივი მოზარდია, რომელიც სკოლაში დადის, ჰყავს მეგობრები და პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ის ტიპური პრობლემები იკვეთება, რომელიც მოზარდის ცხოვრების ნაწილია. დუნკანი ნატრობს, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს.
მისი მამა სანტექნიკოსია, რომელსაც როკ-მუსიკა ძალიან უყვარს. დედამისი კი ინსპექტორია და დეტექტივობაზე ოცნებობს. დუნკანს ორი და ჰყავს, რომლებიც ემოციურობით გამოირჩევიან. ასეთი ოჯახის ყურება საეჭვოა მოგბეზრდეთ.
ცნობილი წიგნის ეკრანიზაცია გულადი გოგონას შესახებ, რომელიც დეტექტივის როლს ირგებს.
18 წლის ნენსი დრიუ სარგებლობს მომენტით, რომელიც საშუალებას აძლევს თავბრუდამხვევ თავგადასავალში აღმოჩნდეს. მას ამაში ხელს საზაფხულო არდადეგებიც უწყობს.
მთავარი გმირის გეგმები იცვლება მას შემდეგ, რაც მის მშობლიურ ქალაქში სასტიკი მკვლელობა მოხდება. ნენსი ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. გოგონა იწყებს იდუმალი და ძალიან რთული საქმის საკუთარი ძალებით გამოძიებას. ეს სერიალი მისტიკური, დეტექტიური ისტორიების გულშემატკივრებისთვის ნამდვილად მისწრებაა. მზად ხართ გამოავლინოთ ვინაა მკვლელი., ნენსი დრიუსთან ერთად?
გიჟური ანიმაციური სერიალების მოყვარულებო, თქვენი დროა.
ჰარლი ქვინი ასრულებს ურთიერთობას ჯოკერთან და გეგმავს, რომ მარტომ მოიპოვოს ტიტული. ის ამ სერიალში ცნობილი მეგობრის ჩრდილიდან გამოსვლას ახერხებს.
ჰარლი ისეთ ადამიანებს შემოიკრებს, რომლებიც საკმაოდ საშიშები არიან და მათთან ერთად იწყებს მოქმედებას.
სერიალი ფანტასტიკის ჟანრში, რომელიც იგივე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვითაა გადარებული.
მთავარი გმირები უბრალო ახალგაზრდები არიან. ისინი უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათ წარმოდგენაში არსებული ჯადოსნური სამყარო რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს.
ისინი ცდილობენ დაეუფლონ მაგიას. მეგობრები შეიტყობენ, რომ ჯადოქრობას არამხოლოდ სიხარულის მოტანა შეუძლია, არამედ საფრთხისაც.
გარანტიას გაძლევთ, რომ თუ „ჰარი პოტერის" მოყვარული ხართ, აღფრთოვანებული დარჩებით.
ვისაც „The Vampire Diaries“ გინახავთ, ეს სერიალი თქვენთვის უცხო სულაც არ იქნება. სიტუაცია ვითარდება სალვატორეს სკოლაში, სადაც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული არსებები: ჯადოქრები, ვამპირები და მაქციები სწავლობენ. ახალგაზრდები ნელ-ნელა იწყებენ საკუთარი თავის შესწავლას და იმ შესაძლებლობების, რომლებიც გააჩნიათ.
მოუწევთ, ისწავლონ ისიც, თუ როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა საკუთარ ინსტინქტებს.
მათი მისიაა, იქცნენ გმირებად და არა ბოროტმოქმედებად.