რუბრიკა "კინოგიდის" სტუმარი JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი - გიორგი ქვლივიძეა.
ასე გამოიყურება გიორგის ფავორიტი ფილმების ათეული:

ალბათ, ტოპ-სამეულიც რომ იყოს მოსაფიქრებელი, ამ ფილმს შევიყვანდი. პატარა რომ ვიყავი, ტაილერი მინდოდა ვყოფილიყავი. მერე ნელ-ნელა დავმეგობრდი იმ აზრთან, რომ ყველა ვიგონებთ ჩვენს ტაილერებს. მერე ვაკვირდებოდი, როგორია ჩემი გამოგონილი ტაილერი, რომ გამეგდო, მარა ბოლო დროს დავლაგდით
აუცილებელი ფილმია არსენალში.

ალბათ, ყველაზე პროვოკაციული ფილმი ქალის და კაცის ურთიერთობაზე, რაც მინახავს. ნუ უფრო ზუსტად, ქალზე. კაცი - ქრისტე, ქალი - ანტიქრისტე. მძიმეა, როგორც ტრიერს შეეფერება, მაგრამ დიდი დოზით გაყრის კითხვებს, რომლებსაც შეიძლება ამ ფილმამდე თავსაც არიდებდი.

კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი მორწმუნის დიდი ფილმი, მთლიანობაში, რწმენაზე და იმაზე, რამდენად მზად არის ადამიანი მთავრის შესაცნობად. ნუ, ჩემთვის ასეა, თუმცა ფილოსოფიურად იმხელა წონის ფილმია, რომ ყველას თავის საფიქრალს და განსაცდელს გაუჩენს ალბათ.

ეს ის ფილმია, არავინ რომ არ იცის და ცოტა შენს პირად მონაპოვრად რომ გაქვს მიჩნეული. კლარკ გრეგს სხვა რამე საინტერესო თუ გადაუღია არც ვიცი, მაგრამ ეს პალანიკის წიგნის მეორე ეკრანიზაციაა ჩემს ნუსხაში და მოხვდა მთავარი გმირის მიმართ ჩემი უდიდესი ემპათიის გამო. თან, ნუ, ისტორიაც გენიალურია, ჩემი აზრით.

ყველაზე დიდებული სამსახიობო დუეტი, ჩემი აზრით და ადამიანის ორი, სრულიად რადიკალური ვერსია. ადამიანი - მაღალგანვითარებული, ნატიფი ინტელექტის მქონე პიროვნება და ადამიანი - ცხოველი.
ფილმის ყურებისას ფილმი არ მომწონდა, მოვიწყინე, მაგრამ მეორე დღეს მივხვდი, მალიკმა რაც ჩამიტარა და სატოპათე ფილმიც გახდა. თხრობა იმდენად ჰგავს სიზმარს, რომ ვერაფერს ვერც მოყვები, მაგრამ გრძნობა ძალიან მკვეთრია. შუახნის კრიზისი, როგორც ასეთი. 
ნუ, ეს ფილმი არის სულ პირველი ჩემი ფავორიტი ფილმი და შესაბამისად, მისი ადგილი ამ სიაში უდავოდ არის. პირველი და მეორე რომ ვნახე, მამაჩემს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მესამე სერიას ვაძებნინებდი, მარა თურმე ჯერ არ არსებობდა. მერე კიდევ ბევრი გადაიღეს, მარა terminator 2 მაინც შეუდარებელი დარჩა.
ეროვნული სუბიექტურობაა, მარა ცალსახად სატოპათეა. თვითირონია ყველაზე ძალიან გვიხდება საერთოდ და ეს ფილმი ამის იდეალური ნიმუშია ჩემთვის. Buffalo 66 – Vincent Galo
ბევრი ფილმი არ გადაუღია ამ კაცს, სულ სამი და აქედან მესამე ფესტივალებზე პრემიერას არ გასცდენია უარყოფითი შეფასებების გამო, მაგრამ განუმეორებელი გემო და სტილი, რომელიც ამ ფილმს უდავოდ აქვს და რომელიც, ალბათ, ძაან პირადული იყო გალოსთვის, ჩემამდეც კარგად მოვიდა. Ghost Dog – Jim Jarmush

ჯარმუში ბევრი ფილმით არის დიდებული რეჟისორი, მაგრამ ამას გამოვარჩევ. წიგნი, რომელიც მთავარი გმირის მორალური სახელმძღვანელოა, კერძოდ, ჰაგაკურე - სამურაების კოდექსი, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი შთაგონება აღმოჩნდა საკუთარი თავის ძიებისას.