გავიხსენოთ ყველაფერი: როგორ გამოიყურება ედვარდის და ბელას შვილი "ბინდიდან" - Marao

გავიხსენოთ ყველაფერი: როგორ გამოიყურება ედვარდის და ბელას შვილი "ბინდიდან"

2020-04-22 10:09:36+04:00


ვამპირების ეკრანიზაციის ბოლო ნაწილი 2012 წელს გამოვიდა. მასში პირველად გამოჩნდა ბელასა და ედვარდის შვილი რენესმე კალენი. მისი როლი მოირგო 19 წლის მსახიობმა მაკენზი ფოიმ, რომელიც გადაღებების პერიოდში 10 წლის იყო.

Ребенок вампира и человека с удивительной внешностью»: интересные ...

"ბინდამდე" მაკენზი სამოდელო კარიერას იწყობდა, მუშაობდა 4 წლის განმავლობაში Garnet Hill-თან, Polo Ralph Lauren-თან, Guess Kids-თან. როცა 9 წლის გახდა, მიიღო პირველი კინოროლი ტელესერიალში "დიდხანს და ბედნიერად", ხოლო ერთი წლის შემდეგ პროექტებში - "გაიხსენე, ყველაფერი, რაც მოხდება" და "ჰავაი 5.0".

Вспомнить все: показываем, как сейчас выглядит дочь Эдварда и ...

რენესმეს შემდეგ ფოიმ განაგრძო ეკრანებზე გამოჩენა: 2013-ში გამოვიდა "წყევლა" მისი მონაწილეობით, ხოლო 2014-ში ითამაშა მთავარი გმირის შვილის როლი ფილმ "ინტერსტელარში". მაკენზიმ გაახმოვანა მულტფილმი "ერნესტი და სელესტინა", "ბავშვები სავაჭრო ბაქნიდან" და "პატარა პრინცი". ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელზეც მსახიობი მუშაობდა, ფილმი "მაკნატუნა და ოთხი სამეფო" გახდა 2018 წელს კირა ნაიტლთან, მორგან ფრიმანთან და ჰელენ მილერთან ერთად.

Вспомнить все: показываем, как сейчас выглядит дочь Эдварда и ...

სხვათა შორის, მაკენზი "ინსტაგრამზეც" საკმაოდ აქტიურია და მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. 2019 წელს მან სკოლა დაამთავრა, ამჟამად კი მონაწილეობას იღებს ფილმ "შავი ლამაზმანის" გადაღებებში, რომლის გამოსვლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

Вспомнить все: показываем, как сейчас выглядит дочь Эдварда и ...

წყარო: peopletalk