ფილმების ყურება ამ კარანტინულ რეჟიმში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, მსოფლიო ჩემპიონი გიგა კუხალაშვილი გვირჩევს თავის რჩეულ ტოპ-ხუთ ფილმს, რომელსაც ამ პერიოდში უნდა ვუყუროთ.
გიგა კუხალაშვილი:
- ფილმების ყურება ძალიან მიყვარს. თითქმის ყველა ახალი და ჩემთვის საინტერესო ფილმის პრემიერაზე დავდივარ. კინოში წასასვლელად დროის გამოყოფა არასდროს დამჭირვებია. ეს ისეთია რამაა, რაც სისტემატური სახით არის ჩემს ცხოვრებაში. ხშირად ლოგინიდან ავმდგარვარ და ღამითაც კი წავსულვარ კინოში.
როგორც ვიცი, შენც გაქვს რაღაც ფილმებში მონაწილეობა მიღებული, მოგვიყევი...
- კი, ცოტა ხნის წინ გერმანიიდან მომწერა მეგობარმა, რომ სერიალში ვუნახივარ, რომელიც „ნეტფლიქსზე“ გადის. რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა ფილმებსა და სხვადასხვა სერიალში, როგორც მასიურ სცენებში ვყოფილვარ, ასევე პატარა როლი-დიალოგებიც მქონია. მოსკოვში მარტში პრემიერა შედგა ფილმის, სადაც როლი მაქვს და ახლა ველოდები, ინტერნეტში როდის დადებენ ფილმს. ძალიან მაინტერესებს, რა გამოვიდა. ეს ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა და თვითონ პროცესიც სიამოვნებას მანიჭებს.
ფილმში კარგად არის ნაჩვენები ორი სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანის ცხოვრება, თავიანთი პრობლემებით და ორივეს აქვს ის, რაც არა აქვს და ძალიან აკლია მეორეს და ზუსტად ესაა ის დამაკავშირებელი ძაფი მათ შორის, რომელიც ასეთ დადებით და პოზიტიურს ქმნის ფილმს.
- ჯიმ ქერის ფილმი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა კომედიის ჟანრის ფილმი მომწონს, ჩემი აზრით, ეს არის ჯიმ ქერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი! ფილმის გმირი აღმოაჩენს, რომ ის თურმე შოუში ცხოვრობს და ყველა მის ირგვლივ მსახიობია, რომელთანაც მას თურმე არაფერი საერთო არ გააჩნია. ფილმი, რა თქმა უნდა, უფრო მათთვისაა, ვისაც სჯერა შეთქმულების თეორიის.
- ფილმში კარგად არის ნაჩვენები, რამდენად მნიშვნელოვანია ერთგულება და ერთიანობა ადამიანებისთვის. მიუხედავად წარმომავლობისა და რასისა, ჩვენ შეიძლება საერთო იდეოლოგიამ და რწმენამ გაგვაერთიანოს. ასევე კარგად არის ნაჩვენები ის, რაც ალბათ ჩვენ წარსულში დავტოვეთ - ეს არის კავშირი ბუნებასთან, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი.
- აქ კარგად გართობას და დროის გატარებას შევძლებთ, ლამაზად დადგმული ბრძოლებით და ამასთანავე, ფილმში დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის არჩევანის უფლება. როდესაც მორფეუსი ნეოს შანსს აძლევს, თავისი ნებით გააკეთოს არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის და ზოგადად, კაცობრიობისთვის ნეოს სწორ არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ასევე დავინახავთ სწორი არჩევანის შედეგს.
- ამ ფილმის გარეშე არც ერთი ტოპ-ფილმის შედგენა არ შეიძლება. ოჯახური სიძლიერე, უსამართლობა და სამართლიანობა, ტრადიციებისადმი პატივისცემა, ერთგულება, ღალატი და ტყუილი, საოცარი სცენარი და სურათი ლეგენდარული საუნდტრეკით.