ბოლო დროს ქართული ტელევიზიების ეთერების არც ისე მცირე დრო თურქულ სერიალებს უკავია და გვინდა თუ არ გვინდა, სახლში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მათი მაყურებელია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დიდ თურქულ კინოინდუსტრიაში ყველაზე ნიჭიერ და ასევე ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობებს შორის ორი ქალბატონია, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ.
ნებახატ ჩეხრე - თურქული დრამის დედოფალი
სწორედ ასე უწოდებენ ამ ქალბატონს.
ნებახატი 1944 წელს დაიბადა სამსუნში, თურქეთში. მამამისი, იურისტი იზეტ ჩეხრე ქართველი ლაზების შთამომავალი იყო - როგორც ცნობილია, თურქეთში არაერთი ლაზი ცხოვრობს.
ნებახატის დედა დიასახლისი იყო. საკმაოდ ადრე დაქვრივდა და ბავშვთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო ნებახატის კარიერა.
15 წლისამ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და "მის თურქეთის" ტიტულიც მოიპოვა. შემდგომში ამ ტიტულმა გაუკვალა გზა, როგორც მანეკენს და ფოტომოდელს.
ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ასევე ქალთა საღამოს სკოლაში შეისწავლა ხელოვნება. 1962 წელს ჰქონდა დებიუტი კინოში, 70-იან წლებში კი მღეროდა კიდეც.
1964 წელს ფილმის გადაღებებზე გაიცნო ილმაზ გიუნეი და ცოლად გაჰყვა. თუმცა მალევე გაშორდა და შემდეგ კალათბურთელ იავუზ დემირს გაჰყვა ცოლად. მის გამო ნებახატმა მცირე ხანს კინოკარიერაც კი მიატოვა, თუმცა ეს ქორწინებაც დაირღვა. მსახიობს შვილი არც
ერთ მეუღლესთან არ გაუჩნდა. გაგრძელება