2005 წელს ეკრანებზე Chanel No. 5 The Film-ის 4-წუთიანი სარეკლამო რგოლი გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლ კიდმანი იღებდა.
ეს ვიდეო დღემდე ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ რეკლამად, გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით.
გადაღებები ხუთ დღეს გაგრძელდა. ვიდეოს მხოლოდ ერთი წუთი 11 მლნ $-ადაა შეფასებული. ნიკოლ კიდმანმა 4 მლნ $ ჰონორარი აიღო.
პროექტის რეჟისორი ბაზ ლურმანია, რომელსაც ეკუთვნის ფილმები: "დიდებული გეტსბი", "რომეო და ჯულიეტა" და სხვ. ვიდეოს ის თავისი ფილმის - "მულენ რუჟის" მოტივების მიხედვით ქმნიდა.
წყარო: peopletalk