დაიღალეთ სერიალებისგან, სადაც მხოლოდ მოდური ტანსაცმელი და ურთიერთობებია? გინდათ "დრაივი" და დაძაბულობა?
ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო სერიალები მანიაკებზე. დარწმუნებული იყავით, რომ მოგეწონებათ!
რას გააკეთებ სიყვარულისთვის? როდესაც საუცხოო წიგნების მაღაზიის წარმატებული მენეჯერისა და ახალგაზრდა, დამწყები მწერლის გზები იკვეთება, პასუხი კითხვაზე ნათელი ხდება: ყველაფერს! ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებით აგროვებს რა მწერალზე უმნიშვნელოვანეს და დაწვრილებით ინფორმაციას, ცდილობს დაუახლოვდეს მას. მომხიბვლელი და მორიდებული შეყვარებული მალევე გადაიქცევა საშიშ ადამიანად, რამდენადაც ჩუმად და სტრატეგიულად იშორებს ყველა დაბრკოლებას - და ადამიანს - ვინც კი გზაზე გადაეღობება.
უყურე ონლაინ
2. ჰანიბალი/HANNIBAL
უილ გრეჰემი - ნიჭიერი პროფაილერი, რომელიც ფედერალურ ბიუროსთან ერთად ეძებს სერიულ მკვლელს. მისი უნიკალური აზროვნების ნიჭი საშუალებას აძლევს, ღრმად შეიგრძნოს სხვა ადამიანის გრძნობები. მას შეუძლია გაიგოს მკვლელობის მიზეზი და რამ გამოიწვია მკვლელობა. მაგრამ არის ისეთი მომენტებიც, როცა მას უძნელდება მკვლელის პოვნა. ასეთ შემთხვევებში იგი მიმართავს ჰანიბალ ლექტერს - ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფსიქიატრს.
3. ევას მკვლელობისას/KILLING EVE
სერიალი მოგვითხრობს რუსული ფესვების მქონე დაქირავებულ მკლვლელზე. ეს ცივსისხლიანი არსება მორიგი დავალებისას სათანადო მოწინააღმდეგეს შეხვდება - მორიდებულ სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სურს შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.
4. დაცემა/THE FALL
სერიალი (The Fall) – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომლის მოქმედებაც ვითარდება ქალაქ ბეფასტში, სამხრეთ ირლანდიაში.
5. გონებაზე მონადირე/ MINDHUNTER
სერიალის მოქმედება 1970-იან წლებში ხდება. მთავარი გმირები, საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ორი აგენტი, მკვლელებსა და მოძალადეებთან საუბრით ცდილობენ ჩაწვდნენ მათ აზროვნებას და გამოიყენონ ეს სხვა დანაშაულების გახსნაში.
6. კრიმინალური აზროვნება/CRIMINAL MINDS
სიეტლში, მოკლე დროში, ოთხი ახალგაზრდა გოგონა უჩინარდება. ჩნდება ვერსია, რომ ქალაქში მანიაკი-მკვლელი დადის. დანაშაულის გამოძიებას ფედერალური ბიუროს სპეც-განყოფილება იწყებს. მას ხელმძღვანელობს ჯეისონ გიდეონი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას ცდილობს.
7. ლუთერი/LUTHER
ფსიქოლოგიური დრამა მამაკაცზე, რომელიც ცდილობს საკუთარი დემონები დაამარცხოს, მაშინ, როცა სამუშაოდან გამომდინარე, საშიში მკვლელების დევნა უწევს.
8. დექსტერი/DEXTER
მაიამის პოლიციის ერთი შეხედვით სანდომიანი ექსპერტი სამართლიანობას ამყარებს და ღამღამობით კრიმინალების სერიულ მკვლელად თავად იქცევა.