ჯეინ ოსტინის რომანის - "სიამაყე და ცრურწმენის" მიხედვით შექმნილი ფილმის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა 2005 წელს, კირა ნაითლის მონაწილეობით გადაღებული "სიამაყე და ცრურწმენა" ვერსიათა შორის საუკეთესოა.
ფილმი იმ დროს აღწერს, როდესაც გოგონების გათხოვება მხოლოდ ანგარებისა და შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა. 5 დაში გამორჩეული ელიზაბეტი კი ნამდვილი სიყვარულის ძიებისას მისტერ დარსის გაიცნობს, რომელიც ჯიუტი და ამაყია, თუმცა დაუვიწყარი სიყვარული მას რადიკალურად შეცვლის.
ფილმში კირა ელიზაბეტ ბენეტს განასახიერებს, თავისუფალ ლამაზ ქალს. ამ როლისთვის კირა წარდგენილი იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.
ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა. ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ კლასიკური ლიტერატურის მოყვარულებმა.
<div></div>
<script src="https://www.buzzsprout.com/1396462/6493567-.js?container_id=buzzsprout-player-6493567&player=small" type="text/javascript"></script>