უკვე ზაფხულია და დროა, დასვენების სეზონიც ნელ-ნელა გახსნილად გამოვაცხადოთ. ზაფხულს ჰამაკში წამოწოლა, ნაყინის დაგემოვნება და ფილმების ყურება გამორჩეულად უხდება, თან კინემატოგრაფიაში ისეთი ფილმები ნამდვილად მოიძებნება, რომლებიც ამ ზღაპრულ სეზონზე განწყობას უფრო აგიმაღლებთ და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ აქცევს.
ნახეთ 5 ფილმი, რომლებიც საზაფხულო განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
შეიძლება ეს ფილმი ბევრი თქვენგანისთვის მოძველდა, თუმცა საზაფხულო განწყობის ასამაღლებლად მართლაც რომ იდეალური ფილმია. ,,ბინძური ცეკვები“ პირველად 1987 წელს გაუშვეს კინოეკრანებზე და 2020 წელსაც კი მას დიდი სიუვარულით უყურებენ. ზაფხულში დაწყებული რომანტიკული სიყვარულის ისტორია მარტივი, სასიამოვნო და სახალისო საყურებელია.
ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიუზიკლი ,,მამა მია“ 2008 წელს, ივნისში გამოვიდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. შეუდარებელი მერილ სტრიპი და ამანდა საიფრიდი სასიამოვნო და ოდნავ ჩახლართულ სიყვარულზე გიამბობენ, რომელიც ზაფხულის განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ. ,,მამა მიას“ სიმღერები ბევრ ქვეყანაში დღემდე პოპულარულია.
ნიკოლას სპარქსის რომანის მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა ზაფხულში გაცნობილი ბიჭის და ვერონიკა მილერის საოცარ სიყვარულზეა. მათ ურთიერთობას ოჯახური პრობლემები უშლის ხელს, თუმცა ვერონიკა და ვილი ყველა დაბრკოლებას გადალახავენ და ამ გზას ერთად გაივლიან. ფილმი ,,უკანასკნელი სიმღერა“ ცხელ დღეებს ნამდვილად გაგილამაზებთ.
ხომ გაგიგიათ ფრაზა, რაც ზაფხულში ხდება, ის ზაფხულში რჩებაო, ვილიამ ბინდელის რომანტიკული კომედია ამ ფრაზას რადიკალურად უარყოფს და სკოლის დროინდელ გრძნობებზე გვიყვება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კოლეჯში წასვლამდე ერთად ბოლო ზაფხულის გატარებას აპირებენ, ამ დროს კი ძველი გრძნობები იჩენს თავს, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ფილმი სასიამოვნო სანახავია და საზაფხულო განწყობისთვის იდეალურია.
საზაფხულოდ საყურებელი ბოლო ფილმი ,,შუაღამის მზეა“ , რომელიც სულ ახლახან, 2019 წელს შემოუერთდა კინოეკრანებს. ქეითისა და ჩარლის სიყვარული ერთ ლამაზ საღამოს დაწყებული რომანია და შუაღამის მზე მათ ურთიერთობას რადიკალურად ცვლის. ფილმი სენტიმენტალურია, თუმცა საზაფხულოდ მისი ყურება კარგი არჩევანია.