სასიყვარულო ჟანრის ფილმები ვის არ უყვარს, ლამაზი და დაუჯერებელი სიყვარულის ისტორიები ჩვენ უფრო ბედნიერს გვხდის და შემდეგ მთელი გულით გვწამს, რომ ერთხელ ჩვენც გადაგვხდება მსგავსი ზღაპრული და არნახული ამბავი, ან ოდესმე ვიპოვით იდეალურ მეორე ნახევარს, რომელიც რომანტიკული ფილმის რეალური პერსონაჟი იქნება.
სასიყვარულო ფილმები კარგია, თუმცა ამაზე კარგი ის არის, რომ ხშირად გადასაღებ მოედანზე მართლაც ჩნდება გრძნობები და მსახიობების ცხოვრება ერთი ფილმის შემდეგ რადიკალურად იცვლება.
ნახეთ მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ.
ამ უსაყვარლესმა წყვილმა ერთმანეთი სერიალ ,,სამეფო კარის თამაშების“ გადაღებაზე გაიცნო და მათი ეკრანული სიყვარული მალე რეალობად იქცა.
ბლეიკი და რაიანი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, მაშინ, როდესაც ფილმ ,,მწვანე ლამპარში“ მათ მთავარი როლის შესრულება უწევდათ, თუმცა მაშინ ბლეიკიც და რაიანიც დაკავებულები იყვნენ და ერთმანეთისადმი გაჩენილი გრძნობა დამალეს. მალე ბედმა ისინი ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.
პენელოპამ და ხავიერმა ერთმანეთი 1992 წელს ესპანურ ფილმ ,,შაშხი, შაშხის“ გადაღებაზე გაიცნეს. გადაღებების პროცესში მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.
ჰოლივუდში მათი სიყვარული სამაგალითოა. წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს, სერიალ ,,ბელ იარის პრინცის“ გადაღებაზე გაიცნო, თუმცა ურთიერთობა დასაწყისში მხოლოდ გაცნობით შემოიფარგლა. მოვლენები მალევე შეიცვალა და მათ 1997 წელს იქორწინეს. სმიტები ახლაც ერთად ცხოვრობენ.
მაილი საირუსის მარტოობაზე ხშირად საუბრობდნენ მისი ფანები, თუმცა ფილმ ,,ბოლო სიმღერის“ გადასაღებ მოედანზე მაილი ლიამს შეხვდა, სადაც მათ ულამაზესი წყვილის როლი მოირგეს. ეკრანული სიყვარული მალე რელაობად იქცა და წყვილი ერთად 2016 წლამდე იყო.
როგორ შეიძლებოდა მათ ერთმანეთი არ შეყვარებოდათ. ულამაზესი ანჯელინასა და სიმპათიური ბრედ პიტის სიყვარულის ისტორია ზუსტად გადასაღებ მოედანზე დაიწყო. მაშინ პიტი და ჯოლი ფილმში ,,მისტერ და მისის სმიტები“, ჯაშუში ცოლ-ქმრის როლს ირგებდნენ, მალე კი ყველაფერი რეალობად იქცა და წყვილმა ფილმის დასრულების შემდეგ ოჯახი შექმნა. ჰოლივუდი მათ არნახულ სიყვარულზე ხშირად საუბრობდა, თუმცა პიტი და ჯოლი 2016 წელს გაშორდნენ.
ფილმი, ,,ნაბიჯი წინ“ ტატუმისა და დევანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა. ისინი 4 წელი იყვნენ ერთად და 2018 წელს დაშორდნენ.
ზაკს და ვანესას საზოგადოება უკვე წლებია ადევნებს თვალყურს, მათი სიყვარულის ისტორია კი 2006 წელს გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ისინი 5 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 2010 წლის ბოლოს დაშორდნენ.
ფილმ, ,,ბინდის“ იდეალური წყვილი ემა და ედუარდი, ეკრანის გარეთაც იდეალური იყო. მათ ერთმანეთი 2008 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ყველაფერი სწორედ აქ დაიწყო. მათი ურთიერთობა ცოტა ხანს გაგრძელდა, 2013 წელს წყვილმა ურთიერთობა დაამთავრა.
სანამ ბრედლი ირინა შეიკს შეხვდებოდა, ის და ზოე სასიყვარულო რომანში იყვნენ ჩაბმულები. ფილმ ,,სიტყვების“ გადაღებაზე ბრედლის ზოა შეუყვარდა, თუმცა ურთიერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მათ 1 წელში დაშორება გადაწყვიტეს.
წყარო: boredpanda.com