"ვატერლოოს ხიდი", "ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა", "უბის წიგნაკი" და სხვა კინოსურათები ლირიკული განწყობისთვის.
საღამოს გატარება საყვარელ ადამიანთან ერთად ლამაზი კინოსურათის ნახვით - განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში, ლირიკული განწყობის შესაქმნელად კი სწორად შერჩეული ფილმი დაგეხმარებათ. მოღრუბლული ამინდებისთვის ჰოლივუდის ოქროს ხანის ფილმები საუკეთესო ვარიანტია, რომელიც 1990-იანების სულში ჩამწვდომი მელოდრამებით და რომანტიკული კომედიებით იყო სავსე.
მთავარი წესი - საყვარელი მსახიობები, ლამაზი კოსტიუმები და ეფექტური სცენები წვიმის ქვეშ, მაგალითად, "ვატერლოოს ხიდი". 1940 წელს გადაღებული ფილმი ვივიენ ლის და რობერტო ტეილორის მონაწილეობით; ან "ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა" 1990-იანების დასაწყისის მთავარი ლამაზმანის, ენდი მაკდაუელის და მისი იდეალური გარდერობით.
თავი მოვუყარეთ ბლეიკ ედვარდსის "საუზმე ტიფანისთან" დაწყებული, ვუდი ალენის"ნიუ-იორკის წვიმიანი დღით" დასრულებულ ფილმებს, რომლების მინიმუმ წვიმის ესთეტიკური სცენების გამო მაინც ღირს ნახვა.
"ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა", 1994
"ვატერლოოს ხიდი", 1940
"მარტივი თხოვნა", 2018
"უბის წიგნაკი", 2004
"წვიმიანი დღე ნიუ-იორკში", 2019
"ადამიანი-ობობა", 2002
"დიდი იმედები", 1998
"საუზმე ტიფანისთან", 1961
წყარო: vogue