კინო

5 ფილმი ყველაზე მოულოდნელი დასასრულით

5 ფილმი ყველაზე მოულოდნელი დასასრულით
კინემატოგრაფია საინტერესო ადგილია, აქ ისეთ ფილმებს შეხვდებით, რომლებიც დაუვიწყარ მოგზაურობაში წაგიყვანენ, შეიძლება ღვთაებრივი სიყვარულის ისტორიები მოისმინოთ ან ისეთი ფილმები ნახოთ, სრულიად მოულოდნელი დასასრულით რომ დაგტოვებთ გაოცებულს, ახლა სწორედ ამ ფილმებზე უნდა ვისაუბროთ.

ნახეთ, 5 ფილმი ყველაზე მოულოდნელი დასასრულით

შეშლილთა კუნძული



გენიალური დიკაბრიოს, გენიალური ფილმია, რომელიც ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ფილმი მეორე მსოფლიო ომის მარშალსა და ყოფილ ჯარისკაცზეა - ამერიკელი ტედ დენიელსი, საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძებს, მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილები და
ექიმი ქაული უშლიან ხელს. ფილმის ფინალი მოულოდნელია და იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ.

შავი გედი


ნატალი პორტმანი ფილმში ნიუ-იორკის საბალეტო დასის ბალერინაა. ის ყველა მისი პროფესიის ადამიანის მსგავსად თავიდან ფეხებამდე ცეკვით არის შებყრობილი. იგი დედამისთან ეკირასთან ერიკასთან ერთად ცხოვრობს, რომელივ ასევე ბალერინა იყო და თავადაც შებყრობილია თავისი პროფესიით, ამიტომ შვილს მკაცრი წესებით ზრდის, რეჟისორი ტომას ლეროი გადაწყვეტს ახალი სეზონისთვის პრომა ბალერინა ბეტ მაკინტაირი ნინათი შეანაცვლის, ნინას კი ახალ მოსული ლილი კონკურენციას უწევს, რომელიც ლეროის ასევე ძალიან ხიბლავს. გედების ბტას კი ორივე პარტიის შესასრულებლად ერთი მოცეკვავე სჭირდება, ამ ფილმის ფინალიც ასევე მოულოდნელი და გასაოცარია.

უხილავი სტუმარი



მესამე საოცარი ფილმი მოულოდნელი დასასრულით ესპანური დეტექტივი ,,უხილავი სტუმარია“, რომელიც 2016 წელს გამოჩნდა კინოეკრანებზე. ფილმი ახალგაზრდა ბიზნესმენ ედრიან დორიაზე მოგვითხრობს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სასტუმროს ნომერში მისი გარდაცვლილი საყვარლის სხეულთან ერთად იღვიძებს. მას მკველობაში დებენ ბრალს, თუმცა გადაწყვეტს საუკეთესო ავოკატის დახმარებით ეს საქმე გამოიძიოს.

გახსოვდე




მშობლების გაშორების შემდეგ გულგატეხილი ტაილერ ჰოუკინსი ცხოვრების აზრს მაშინ იბრუნებს, როდესაც მშვენიერ ელი კრეიგს შეხვდება. ისიც ტაილერივით ტრავმირებულია, რადაგან დედა დაეღუპა. ტაილერი და ელი დაახლოვდებიან და მალე ერთმაენთ შეუყვარდებათ, თუმცა წარსულის ტრავმები მათ სიყვარულს ხელს შეუშლის.

წამალი ჯანმრთელობისთვის



ბოლო თუმცა ასევე აუცილებლად საყურებელი ფილმი ეს ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც ნამდვილად გაგაკვირვებთ დასასრულით. ერთ-ერთი კომპანის თანამშრომელი სამსახურეორივი მივლინებით თავისი ბოსის გადასარჩენად სპა ცენტრში მიდის, მაგრამ მალევე აღმოაჩენს რომ იქ ჩასულს იმავე სიმპტომები აღმოაჩნდება რაც პაციენტებს. ფილმის მთავარი გმირი ხვდება რომ იქ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93