გადასაღებ მოედანზე თურქულ სერიალებში ყოველთვის ვნებათაღელვა და სასიყვარულო ატმოსფერო სუფევს, მთავარი როლის შემსრულებლები კი, როგორც აღმოჩნდა, გადაღებების მიღმაც ერთმანეთზე შეყვარებულები ყოფილან. თავი მოვუყარეთ წყვილებს, რომელთა სასიყვარულო რომანი ეკრანს მიღმაც გაგრძელდა.
ოზგე გიურელი და სერქან ჩაიოღლუ - "ბაღის სეზონი"
- 2015 წელს ეკრანებზე "ბაღის სეზონი" გამოვიდა, რომელმაც ოზგე გიურელი ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. მან მოირგო გოგონას როლი, სახელად ოიქუ, რომელმაც შეიყვარა არქიტექტორი აიაზი. მისი მეწყვილე ეკრანზე სერქან ჩაიოღლუ გახდა. გადაღებებმა ვარსკვლავები დააახლოვა და დაიწყეს შეხვედრები. ორი წლის განმავლობაში მალავდნენ ურთიერთობას, თუმცა შემდგომ უკვე ყველამ გაიგო. შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრობს, თუმცა მალე აპირებენ დაქორწინებას.
იუსუფ ჩიმი და დემეტ ოზდემირი - "მარწყვის სურნელი"
- დემეტის გმირი სერიალში, ფაქტობრივად, შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ, მთავარი როლის შემსრულებელი გოგონას გული კი მოიგო სიმპათიურმა იუსუფ ჩიმმა. სცენარისტებისა და პროდიუსერების მიერ შერჩეულმა სიუჟეტმა და ლოკაციებმა სერიალის გმირებს ისეთი გარემო შეუქმნა, რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად შეუყვარდათ. გადაღებების პერიოდში მათ ნამდვილად ჰქონდათ რომანი, თუმცა დასრულებისთანავე ერთმანეთს დაშორდნენ.
ფაჰრიე ევჯენი და ბურაკ ოზჩივიტი - "ნარჩიტა"
- ბევრი მაყურებელი ბურაკს "შავი სიყვარულის" მთავარ გმირთან, ნესლიჰან ათაგულთან ერთად წარმოიდგენს, თუმცა ამ ბიჭის გული სხვა ლამაზმანმა მოიგო. თავის მომავალ მეუღლეს, ფაჰრიე ევჯენს მსახიობი სერიალ "ნარჩიტას" გადაღებებზე შეხვდა. მათ შორის უხილავი ძაფები სერიალის გადაღების დაწყებისთანავე გაიბა, თუმცა ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყეს, ვინაიდან ბურაკი ქორწინებაში იმყოფებოდა. 2015 წელს დაიწყო მათი რომანი, ხოლო მსახიობები ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და შეეძინათ ბიჭი - ქარანი.
ქადირ დოღულუ და ნესლიჰან ათაგული - "სტამბოლის ორი სახე"
- ქადირმა და ნესლიჰანმა ერთმანეთი სერიალ "სტამბოლის ორი სახეს" გადაღებაზე გაიცნეს, სადაც შეყვარებული წყვილის როლის მორგება მოუწიათ. სულ მალე მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. 2015 წელს მსახიობმა გოგონას ხელი სთხოვა, ერთი წლის თავზე გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს. წყვილი დღემდე ბედნიერად ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არაერთხელ მოუწიათ სხვა სერიალებში სხვა მსახიობებთან ერთად შეყვარებული წყვილის როლის მორგება.
ჰალით ერგენჩი და ბერგიუზარ ქორელი - "1001 ღამე"
- ჰალითი და ბერგიუზარი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილია თურქულ კინემატოგრაფიაში, რომლებიც ერთმანეთთან სერიალმა "1001 ღამემ" დააკავშირა. გოგონამ ღარიბი ოჯახიდან გოგონას როლი მოირგო, რომელიც გათამამებული ბიზნესმენის შეყვარებული გახდა. სერიალის გადაღებების დასრულების შემდეგ წყვილი დაქორწინდა, რითაც თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვიეს. მოგვიანებით კი შეეძინათ ვაჟი - ალი.
მურატ ინალმიში და ბირჯე აქალაი - "ცასა და დედამიწას შორის"
- მურატს და ბირჯეს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, ერთობლივი მუშაობის სამი თვის შემდეგ კი მსახიობმა ხელი სთხოვა ბირჯეს. მათი ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად განვითარდა, სულ მალე დაქორწინდნენ და ნახევარი წლის შემდეგ ერთმანეთს გაეყარნენ. 2014 წელს აქალაი ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა ამჯერად მსახიობ სარპა ლევენდოღლუს გაჰყვა ცოლად. თუმცა არც ამ ქორწინებამ გასტანა დიდხანს, სამი წლის თავზე წყვილი ერთმანეთს გაეყარა.
წყარო: cosmo