ანჯელინა ჯოლი რომ ბევრი მამაკაცის საოცნებო ქალია, ყველამ კარგად იცის. როცა ის ბრედ პიტს გაჰყვა ცოლად, ბევრმა გაიფიქრა, როგორ შეძლო ბრედმა მისი გულის მონადირება. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ვარსკვლავების გარემოცვიდან ერთ-ერთი ალაპარაკდა და დეტალურად გაამხილა, სინამდვილეში როგორ აღმოჩნდა ანჯელინა იმ კაცის ცოლი, რომელიც მათი გაცნობის მომენტში ცოლიანი გახლდათ.
დიახ, ყველასთვის ცნობილია, რომ პიტისა და ჯოლის რომანი ფილმის "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებისას დაიწყო და იმ დროს ბრედი ჯენიფერ ენისტონის ქმარი გახლდათ. ანჯელინას პირადმა მცველმა, რომელიც ამ ფილმის გადაღებისას მსახიობის უშუალო ხელქვეითი იყო, გაამხილა, რომ პირველად სწორედ ანჯელინამ დაადგა თვალი სიმპათიურ მსახიობს. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ მაცდურ ღიმილს, მხარზე ხშირად შეხებას და ვნებით სავსე მზერას სჯერდებოდა.
არა, ქალმა გაცილებით მეტი რამ გააკეთა ბრედის საცდუნებლად. ყოფილი მცველი მარკ ბეჰარი ამტკიცებს, რომ სწორედ მან გადასცა ბრედ პიტს ანჯელინას სასიყვარულო ბარათი, რომლის შინაარსიც 18+ კატეგორიაში განიხილებოდა. არც ეს ჩათვალა საკმარისად. ბეჰარი გამოცემა Us Weekly-სთან საუბრისას ამბობს, რომ ანჯელინამ ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა, ხოლო ბრედს საბოლოოდ დაუკარგა ძილი და მოსვენება. გაგრძელება