ამერიკელმა მწერალმა კერი ვიტმერმა შექმნა ჰოლივუდელი მსახიობების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდებოდნენ საწოლის სცენებში. ამის შესახებ იტყობინება The Ringer-ი.
ამ კვლევისთვის მწერალმა 30 საუკეთესო მსახიობი შეარჩია, მათ შორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადიც. ოთხი თვის განმავლობაში ვიტმერმა შეისწავლა მათი ფილმოგრაფია და შეაჯამა აშკარა სცენების ხანგრძლივობა, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ. მან გაითვალისწინა ყველა სცენა, რომლებშიც არის სქესობრივი კავშირის მინიშნება. აღსანიშნავია, რომ მან არ გაითვალისწინა სერიალი.
რეიტინგი ასეთია:
- კიანუ რივზი - 568,92 წამი (12 ფილმი);
- რობერტ პატინსონი - 410,95 წამი (8 ფილმი);
- ჯეიკ ჯილენჰოლი - 404,51 წამი (10 ფილმი);
- ბრედ პიტი - 392.07 წამი (8 ფილმი);
- რობერტ დაუნი უმცროსი - 337,14 წამი (5 ფილმი);
- მარკ უოლბერგი - 320.26 წამი (6 ფილმი);
- ლეონარდო დიკაპრიო - 260,62 წამი (5 ფილმი);
- ბენ აფლეკი - 184 წამი (6 ფილმი);
- ტომ კრუზი - 176 წამი (7 ფილმი);
- ტიმოტი ჩალამეტი - 162,33 წამი (5 ფილმი);
- ბრედლი კუპერი - 151,7 წამი (6 ფილმი);
- კრის ევანსი - 135 წამი (3 ფილმი);
- დენზელ ვაშინგტონი - 128,46 წამი (5 ფილმი);
- ადამ სენდლერი - 97 წამი (4 ფილმი);
- კრის ჰემსვორტი - 88,23 წამი (3 ფილმი);
- ოსკარ ისააკი - 69,3 წამი (2 ფილმი);
- პოლ რუდი - 68,48 წამი (4 ფილმი);
- იდრის ელბა - 60,6 წამი (1 ფილმი);
- ტომ ჰენქსი - 50 წამი (1 ფილმი);
- ვინ დიზელი - 45,66 წამი (4 ფილმი);
- მეტ დეიმონი - 43,06 წამი (4 ფილმი);
- უილ სმიტი - 36 წამი (3 ფილმი);
- დუეინ ჯონსონი - 20 წამი (1 ფილმი);
- მაიკლ ბ. ჯორდანი - 14,93 წამი (1 ფილმი);
- ტომ ჰარდი - 13,1 წამი (1 ფილმი).