კინო

ტოპ 4 თურქული სერიალი კივანჩ ტატლიტუგის მონაწილეობით

ტოპ 4  თურქული სერიალი კივანჩ ტატლიტუგის მონაწილეობით
კივანჩი თურქეთის ქალაქ ადანაში, 1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობიდან კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

როცა ოჯახი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, კივანჩის დედამ ვაჟის ფოტო სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა და მას მერე კალათბურთელის კარიერას მოდელის თავბრუდამხვევი ცხოვრებაც დაემატა.

2001 წელს კივანჩი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც მოდელად დაასახელეს და მას მერე მისი ფოტოები ამშვენებს ყველაზე ცნობილი ჟურნალების ყდებს.

რა თქმა უნდა, კინორეჟისორებსაც არ დარჩენიათ გამორჩეული გარეგნობის ბიჭი უყურადღებოდ და მის პროფესიებს კიდევ ერთი, მსახიობობაც დაემატა.

რაც შეეხება კივანჩის, "თურქეთის
ბრედ პიტად" წოდებული მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალებით არის სავსე. 

წარმოგიდგენთ  თურქულ სერიალებს, კივანჩის მონაწილეობით:


1. შეჯახება




სერიები ოთხი პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელთა ცხოვრებისეული გზებიც უბედური შემთხვევის - ავარიის შედეგად გადაიხლართება.

2. კურტ სეიტი და შურა


პირველ მსოფლიო ომში, მეფის რუსეთის არისტოკრატიის მარცხი და ევროპელი იმპერიალისტების მიერ დაქირავებული, ავანტიურისტი აგენტის, ვალოდია ლენინის მიერ ინსპირირებილი, თითქოსდა, კაცობრიობის ისტორიაში, ახალი ეპოქის დასაწყისის მაუწყებელი, რუსეთის ძმათამკვლელი "უნიფვხოთა" რევოლუციის შედეგები, უმძიმესად აისახა, წარმოდგენილი სერიალის გმირთა ცხოვრებაში... ამ ისტორიული მოვლენების ფონზე, ტრაგედიით , მწარე დანაკარგებითა და სასტიკი იმედგაცრუებით სავსე ისტორია გადახდებათ თავს, მთავარ გმირებს: მეფის არმიის ლეიტენანტ, კურტ სეიტს და 16 წლის არისტოკრატული წარმოშობის გოგონას, შურას.

3. მამაცი და ლამაზი


ჯესურისა და სუჰანის სასიყვარულო ისტორია.

4. მამაჩემი და ჩემი ვაჟიშვილი


მეთევზე ალიმ თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. ეფე ალის ერთადერთი ვაჟია. მას კომუნიკაციის პრობლემა აქვს. არ შეუძლია თავისი გრძნობების გამოხატვა.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93