ჯერ კიდევ ოქტომბერია, მაგრამ Netflix-ი უკვე აჯამებს წელს. კომპანიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა საუკეთესო პროექტის შედეგები. ეს იყო რაიან მერფის Sister Ratched-ი (და რეტჩედი), რომელმაც 28 დღეში 48 მილიონი გამომწერი მიიზიდა და მეორე სეზონიც დაუყოვნებლივ დამტკიცდა.
შოუს პრემიერა 18 სექტემბერს შედგა. სერიალი კენ კიზის წიგნის მიხედვით შექმნილი მილოშ ფორმანის ფილმის - „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) პრიქველია. სერიალში მოქმედება 1947 წელს ხდება. მილდრედ რატჩი (სარა პოლსონი) მედდის თანამდებობისთვის იბრძვის ქალაქის წამყვან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მაგრამ ძნელი მისახვედრია, თუ რა სახის სიბნელე იმალება მისი სილამაზის მიღმა...