კინო

"თავქარიანის" რეალური ცხოვრება, პირადი დეტალები და სტუმრობა საქართველოში - "რეიანი" NBA-ს კალათბურთელზეა შეყვარებული (ფოტოები)

"თავქარიანის" რეალური ცხოვრება, პირადი დეტალები და სტუმრობა საქართველოში - "რეიანი" NBA-ს კალათბურთელზეა შეყვარებული (ფოტოები)
თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია თან­და­თან უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბა. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბია, რო­მლებ­მაც წლე­ბის წინ ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს სე­რი­ა­ლი Hercai („თავ­ქა­რი­ა­ნი“), რო­მე­ლიც ქარ­თულ ტე­ლე­ე­თერ­ში "შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის“ სა­ხე­ლით გა­დის. სე­რი­ალ­მა რე­კორ­დე­ბი მოხ­სნა. ის მსოფ­ლი­ოს 73 ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ყი­და და მი­ლი­ო­ნო­ბით ფანი ჰყავს.



ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ Hercai-ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავთ.

ებრუ კო­ლე­გებ­თან ერ­თად კან­ში, სა­დაც სე­რი­ალ­მა hercai-მ გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა,
სე­რი­ალ­ში მთა­ვარ
რო­ლებს (რე­ი­ა­ნი და მი­რა­ნი) ებრუ შა­ჰი­ნი და აქინ აქი­ნო­ზუ ას­რუ­ლე­ბენ. ებ­რუს კა­რი­ე­რა­ში რე­ი­ა­ნის როლი გარ­დამ­ტე­ხი და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის 1994 წლის 18 მა­ისს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპორ­ტის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბას სწავ­ლობ­და. გარ­და იმი­სა, რომ ებრი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია, ამას­თა­ნა­ვე, სიმ­ღე­რის ნი­ჭიც აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ალ hercai-ს ერთ-ერთ სა­უნ­დტრე­კად მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა აქვს.


მან ცხე­ნით ჯი­რი­თი სე­რი­ა­ლის­თვის ის­წავ­ლა. ამ­ბობს, რომ თა­ვი­დან ეს რთუ­ლი საქ­მე მო­ეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა ახლა ცხე­ნის ტა­რე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ვით შე­უძ­ლია.



მსა­ხი­ო­ბი დე­და­სა და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ებ­რუს ცხოვ­რე­ბა­ში სპორ­ტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი აქვს. ის არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რების მო­ნა­წი­ლეა. დიდ დროს ატა­რებს სპორტდარ­ბაზ­ში და ამ­ბობს, რომ თუ ისეთ ად­გილ­საა, სა­დაც სპორ­ტდარბაზ­ში მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, თა­ვი­სით, სახ­ლში ვარ­ჯი­შობს. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93