კინო

ქერემ ბურსინი, თურქი ვარსკვლავი - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს

ქერემ ბურსინი, თურქი ვარსკვლავი - როგორ ცხოვრობს და ვისთან აქვს სასიყვარულო ურთიერთობა ქართველი თინეიჯერების ფავორიტ მსახიობს
ბოლო დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში კი­დევ ერ­თმა თურ­ქმა მსა­ხი­ობ­მა მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. ამ­ჯე­რად ქარ­თვე­ლე­ბის ახა­ლი კუ­მი­რი ქე­რემ ბურ­სი­ნია, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ახა­ლი ფა­ვო­რი­ტია.

ქე­რე­მი 1987 წლის 4 ივ­ნისს და­ი­ბა­და და ამ დრომ­დე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უცხოვ­რია, მათ შო­რის, შოტ­ლან­დი­ა­ში, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, მა­ლა­ი­ზი­ა­ში, აშშ-ში; ბოლო წლე­ბში კი თა­ვის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში, თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. 1999 წელს, რო­დე­საც 12 წლის იყო, ქე­რე­მი ოჯახ­თან ერ­თად აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. და­ამ­თავ­რა ემერ­სო­ნის კო­ლე­ჯის მარ­კე­ტინ­გი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და სამ­სა­ხი­ო­ბო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს და­ი­წყო.


სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და, ქე­რემ ბურ­სი­ნი მძღო­ლად მუ­შა­ობ­და და ამას არას­დროს მა­ლავს.

თურ­ქულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე ქე­რემ­მა ძა­ლე­ბი ჰო­ლი­ვუდ­ში მო­სინ­ჯა. მას ამე­რი­კულ ფილ­მებ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 2010 წელს Sharktopus-ში გა­მოჩ­ნდა და სხვა შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჰქონ­და, თუმ­ცა თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ­ჩია.

თავ­და­პირ­ვე­ლად პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა სე­რი­ალ­მა Güneşi Beklerken, სა­დაც ქე­რემ სა­ი­ე­რის მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა. მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა Şeref Meseles-ში, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იტა­ლი­უ­რი სე­რი­ა­ლის - "ღირ­სე­ბის სა­ხე­ლით“, რი­მე­ი­ქია.


2016 წელს ბურ­სი­ნი ცნო­ბი­ლი ბრენ­დის, Mavi-ს რეკ­ლა­მის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც Mavi-ს სახე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია გა­იც­ნო და მალე მათ შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაც და­ი­წყო.

ქე­რე­მი და სე­რე­ნაი თურ­ქე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ვარ­სკვლა­ვურ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­დნენ. ისი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხვა და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც სკან­და­ლე­ბი აკ­ლდათ და არა­ერ­თი ჭორი ვრცელ­დე­ბო­და პა­რა­ლე­ლურ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რო­მლებიც უმე­ტე­სად სე­რე­ნა­ის­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93