კინო

თურქი მსახიობების მორიგი სკანდალი - ერთად არიან თუ არა ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი

თურქი მსახიობების მორიგი სკანდალი - ერთად არიან თუ არა ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი
თურქი მსახიობების ქერემ ბურსინისა და ჰანდე ერჩელის ირგვლივ ახალი ჭორები ტრიალებს. რამდენიმე დღის წინ, მსახიობებმა ჟურნალი "ჰელოუს" თურქული გამოცემისთვის ერთად ინტერვიუ ჩაწერეს და საოცრად ემოციური, სიყვარულით სავსე ფოტოები გამოაქვეყნეს, სოციალური ქსელები და მსახიობების ფანების არმია მათ რეალურ გრძნობებზე ალაპარაკდა.

ეს რამდენიმე დღეა, ჰანდეს და ქერემის გამომწერები ძველ და ახალ ინტერვიუებს ერთმანეთს ადარებენ, მსახიობების ნათქვამ თითოეულ სიტყვებს შიფრავენ და კავშირს ეძებენ, მსაიხობების ქცევები, მათი მეგობრებისა თუ გადამღები ჯგუფის კომენტარები პირდაპირ მიუთიებს იმაზე, რომ ჰანდესა და ქერემის
ცხოვრებაში ახალი სასიყვარულო თავგადასავალი უკვე დაწყებულია.



როგორც ქერემის ფანები ამბობენ, სერიალის დასაწყისში მან ინტერვიუში ჰანდემზე შემდეგი სიტყვები თქვა:
"ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად, ჰანდე კეთილი და მხიარულია" მოგვიანებით კი, ქერემმა ინტერვიუს ტექსტი შეცვალა "ჩვენ ძალიან დავახლოვდით და ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მინდა ჰანდე ყოველთვის ჩემს ცხოვრებაში იყოს.



ბოლო დროს, ქერემი ხშირად საუბრობს ოჯახზე, მამობასა და თავის მომავალზე, რაც ძველი ქერემისთვის მეტად უჩვეულო იყო. ასევე, ჰანდემაც დაიწყო პარტნიორზე და ზოგადად სიყვარულზე საუბარი, რაც მის გამომწერებს ეუცხოვათ.

"მთელი ბავშვობა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას დავუთმე, ვცდილობდი სხვადასხვა კულტურას შევგუებოდი. ოჯახის როლი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება, ოჯახი ყოველთვის დაგრჩება, შენს გვერდით იქნება და სწორედ ამიტომ მინდა მეც შევქმნა ის" - თქვა ქერემმა ერთ-ერთ ინტერვიუში.


ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი ახალ თურქულ სერიალში "ჩემს კარზე დააკაკუნე" შეყვარებული წყვილის ედასა და სერქანის როლს ირგებენ, თუმცა ფანების უმეტესობას უკვე სწამს, რომ მათ სიყვარული ეკრანულ რომანს სცდება.

ქერემის ბოლო ინტერვიუში, ჟურნალისტმა ბურსინს მამობასა და ცოლის მოყვანაზე შეკითხვა დაუსვა, ქერემმა კი ყველასგან მოულოდნელად თქვა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ამ ასაკში შვილი ჰყოლოდა. არც ჰანდეა ბურსინზე ნაკლები, ინტერვიუში მანაც აღნიშნა, რომ შვილის ყოლაზე არც ის იტყოდა უარს.


თურქული პრესა, პაპარაცები ამ უმშვენიერესი წყვილის პირადი ცხოვრებით ხშირად ინტერესდება. სერიალის დაწყებამდე ორივეს ცხოვრებაში არსებობდა პარტნიორი, თუმცა ახლა მსახიობები მარტონი არიან და სავარაუდოა, რომ მათ ერთმანეთი მართლაც შეყვარებოდათ.


ერთ დროს ქერემი ამბობდა, რომ მას სერენაი სარაკაისთან სამუდამოდ სურდა დარჩენა, რამდენიმე დღის წინ კი ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჰანდესთან მუშაობა მოსწონს და ის მის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ტამარა
მომწონს ეს წყვილი და მოხარული ვიქნები მათი ხილვით მუდამ ერთად ეკრანზედაც და პირად ცხოვრებაშიც
12:55 / 13-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მზიური
ძალიან მომწონს ეს წყვილი ეკრანზე და რეალურ ცხოვრებაშიც,მართლა გამიხარდება თუ ისინი ერთად იქნებიან
10:09 / 11-01-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93