როგორ ანგრევს ბავშვის ფსიქიკას მშობლის ახირება იმის თაობაზე, რომ ვარსკვლავად აქციოს თავისი შვილი? ტრაგიკული ისტორიები დაგანახებთ, თუ რამდენად ცუდ გავლენას იქონიებს ბავშვზე იმ მომავლის აწყობა, რომელიც მას საერთოდ არ სურს და რა საზღაურის გადახდა მოუწიათ სინამდვილეში სტატიის გმირებს.
ევა იონესკუ
- ევას დედა ირინა იონესკო პროფესიონალი და საკმაოდ ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც შვილი საკუთარ მოდელად აარჩია. თუმცა ამ ყველაფერში კოშმარული არის ის, რომ მას შვილის გადაღება გაშიშვლებულ და ეროტიკულ პოზებში მოსწონდა. გოგონა მაშინ სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა დედამ დაუწყო სექსუალური სახის ფოტოების გადაღება. 11 წლის ასაკში ევა "ფლეიბოის" ჟურნალშიც აღმოჩნდა. იმ პერიოდშივე რომან პოლანსკის ფილმ "მაცხოვრებელში" მისი დებიუტი შედგა. შემდგომ იყო ეროტიკული ფილმი „აღვირახსნილი ბავშვობა“. ფილმების გამოსვლის შემდეგ ატყდა სკანდალი, ირინა იონესკუს მშობლის უფლებები ჩამოართვეს და აუკრძალეს შვილის გადაღება, მაგრამ ის ჩუმად განაგრძობდა თავისი გოგონასთვის ფოტოების გადაღებას. 2011 წელს ევამ ავტობიოგრაფიული ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „ჩემი პატარა პრინცესა“, რომლითაც თავისი დამნაშავე დედა დაანახა საზოგადოებას. ამ ყველაფერს სასამართლო გარჩევები მოჰყვა, მაგრამ ამაოდ.
ალანა ტომპსონი („საყვარელი ბუბუ“)
- ალანას დედა ჯუნი ყოველთვის ოცნებობდა პოპულარობაზე. ამიტომ 6 წლის ასაკში თავისი გოგონა სილამაზის კონკურსზე გაიყვანა. გოგონა პროდიუსერებმა შენიშნეს და მასზე რეალითი-შოუს გადაღება გადაწყვიტეს: „და, აი, საყვარელი ბუბუ!“ შოუ არა ცნობილებზე, არამედ ტიპურ ოჯახზე მოგითხრობდათ: ალკოჰოლი, სიბინძურე, ნაადრევი ქორწინება და ორსულობა, ჯანკ-ფუდი, სკანდალი და სიმსუქნე - მთელი კომბინაცია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება სწრაფად მიიქცია, ბუბუმ ყველა შოუს რეკორდი მოხსნა. გადაღებების წინ თავის პატარა შვილს დედა ენერგეტიკულ სასმელს ასმევდა იმისათვის, რომ უფრო აქტიური ყოფილიყო; აჭმევდა ყველაზე მავნე პროდუქტებს გასასუქებლად. დედის ამ ქმედებებმა ამერიკა შოკში ჩააგდო: შოუს ახალი სეზონის გადაღებაზე უარი მიიღო ჯუნმა მაშინ, როცა ყოფილი მეგობარი მამაკაცი დაუბრუნდა ჯუნს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. პატარა გოგონას მამინაცვალმა ციხეში 10 წელი გაატარა 8 წლის ბავშვის გააუპატიურების გამო, რომელიც ჯუნის უფროსი ქალიშვილი აღმოჩნდა. ამჟამად ალანა უშედეგოდ ცდილობს წონაში დაკლებას, ხოლო დედამისი პრესას ინტერვიუებში ეუბნება, რომ შეეძლო შვილისთვის ალკოჰოლიც მიეცა, მაგრამ ეს არ ჩაუდენია.
ლინდსი ლოჰანი
- ლინდსიმ კარიერა სამი წლის ასაკში დაიწყო. თავიდან მოდელად მუშაობდა, შემდეგ ტელესერიალებზე გადაერთო. 11 წლის ასაკში კომედიურ ფილმში „ხაფანგი მშობლებისთვის“ ითამაშა, რამაც კინოინდუსტრიაში გზა გაუხსნა. ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ლინდსისთვის „საზიზღარი გოგონები“ აღმოჩნდა, რის შემდეგად 16 წლის ვარსკვლავს თავს არ ანებებდნენ პაპარაცები. აქედან დაიწყო მისი წარუმატებლობა. გარდატეხის ასაკი და სტრესი პირველი წარუმატებელი როლის მიზეზიც გახდა. ოვაციებისა და შექებების შემდეგ ლოჰანმა ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“ მიიღო კომედიისთვის „კოცნა წარმატებისთვის“ 2006 წელს. იმავე პერიოდში მსახიობმა დაიწყო ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფში სიარული, ხოლო ერთ წელიწადში რეაბილიტაციას გადიოდა ნარკოდამოკიდებულების კლინიკაში. შემდგომ დააკავეს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოკატასტროფის გამო. გადასაღებ მოედანზე ნივთებს იპარავდა, რასაც მოჰყვა გამოსასწორებელი სამუშაოები მორგში. ლინდსის რეპუტაცია ბოლომდე შეილახა და ვარსკვლავზე დღეს უკვე, მსახიობის სტატუსის ნაცვლად, სხვა კუთხით საუბრობენ.
მაკოლეი კალკინი
- მაკოლეის ისტორია კომედიური ფილმის „მარტო სახლში“ გამოსვლას უკავშირდება, რომელმაც ყველას შეგვაყვარა თავი. თუმცა ეს კლასიკური მაგალითია ბავშვის ტრაგიკული ბედის, რომელმაც პოპულარობა ვერ აიტანა. 1993 წელს მას შანსი მისცეს, დრამატულ ფილმში „კარგი შვილი“ მიეღო მონაწილეობა, თუმცა პატარა ბიჭმა პოპულარობის გამო არნახული მილიონიანი ჰონორარები მოითხოვა პროექტებში მონაწილეობის სანაცვლოდ, მისი მშობლები კი შვილის ფინანსების განკარგვისგან გამოწვეული კონფლიქტის გამო ერთმანეთს ეყრებოდნენ. კალკინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ფილმებში გადაღებაზე იმ იმედით, რომ მშობლები გაარკვევდნენ ფინანსურ საკითხებს. მშობლები საბოლოოდ გაეყარნენ ერთმანეთს, თანხაც უკვე გაზრდილ მაკოლეის დარჩა, თუმცა კინოინდუსტრიას აღარ სურდა მასთან თანამშრომლობა. მსახიობი გახდა პრეპარატებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული, სულ მალე კი 17 წლის მსახიობზე, რეიჩელ მაინერზე დაქორწინდა, რომელსაც ორ წელიწადში გაეყარა. 2012 წელს მაკოლეის სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რაც დეპრესიით იყო გამოწვეული მსახიობ მილა კუნისთან ურთიერთობის დასრულების გამო, თუმცა მისი დროულად გადარჩენა ჰქონდა, მსახიობი დღემდე რეაბილიტაციის კურსებს გადის.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>