თვალისმომჭრელად ლამაზი მსახიობის - ჰანდე ერჩელის მიმართ მისი გულშემატკივრები საოცარ შეფასებებს არ იშურებენ.
ბევრს აინტერესებს დეტალები მის შესახებ, ბევრმა კი უკვე კარგად იცის.
ჰანდე 29 წლის არის და ზოდიაქოს ნიშნით მშვილდოსანია. მას თავის დროზე წონის პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც უკვე არაერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა ამჟამად 60 კილოა.
როგორც აღნიშნა, ცდილობს, რომ კვების რაციონი აკონტროლოს და საკვები, რომლებიც ასუქებს, საერთოდ გამორიცხოს. მშვენიერმა მსახიობმა განაცხადა, რომ წონაში უსწრაფესად იმატებს. ამიტომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. ჰანდეს საყვარელი ფერი ვარდისფერია. ბევრს აინტერესებს მისი სიმაღლეც. მშვენიერი მოდელი და მსახიობი 1.75 სმ-ია.
შეგახსენებთ, რომ ჰანდეს გული თავისუფალია და დაოჯახებული არაა.
როდესაც ახალ ფოტოებს აქვეყნებს, მაშინვე უკომენტარებენ ისეთი ცნობადი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობასაც მიაწერენ.
როგორც ჩანს, ეს თავად ამ ცნობად ადამიანებსაც ხიბლავთ და კომპლიმენტებით ინტრიგას კიდევ უფრო ამძაფრებენ.
განსაკუთრებით აქტიურობს ქარიზმატული ქერემ ბურსინი, რომელიც ამჟამად სერიალში: „Sen Çal Kapımı“, ჰანდეს პარტნიორია. ქერემი ჰანდეს ყოველთვის თბილ კომენტარებს უტოვებს.
თავის მხრივ, ქერემის ახალ ფოტოებს არც ჰანდე ტოვებს უყურადღებოდ. როცა ქერემი ჰანდეს ფოტოზე კომენტარის სახით თუნდაც ერთ გულს უტოვებს, გახარებული ფანები მაშინვე ეხმაურებიან და სთხოვენ, რომ თუ ჰანდესთან ერთადაა, საზოგადოებას გაუმხილოს.
ჰანდეს ახალ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და მოწონება აქვს, კომენტარებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ის ხშირად აქვეყნებს გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოებსაც, რაც გამომწერებს ძალიან ახარებთ.
მომხიბლავი მსახიობი ცოტა ხნის წინ ახალ რეკლამაში გადაიღეს. ის თანამშრომლობს საკმაოდ პოპულარულ ტანსაცმლის ბრენდ "nocturne"-სთან. ამ ბრენდთან თანამშრომლობს ჰანდეს მომხიბლავი ეკრანული პარტნიორი ქერემ ბურსინიც...
გთავაზობთ ახალ ვიდეოებს, რომლებსაც რეკორდული რაოდენობის მოწონება აქვს.