სიმპათიური თურქი მსახიობი ჯან იამანი დღეს თურქეთში და მის საზღვრებს გარეთ ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. 31 წლის მსახიობი და მოდელი ბოლო პერიოდია თურქულ სერიალებში ნაკლებად ჩანს, თუმცა საზოგადოებას საინტერესო სიახლეებით მაინც ანებივრებს. რამდენიმე დღის წინ იამანმა სოციალურ ქსელში შეყვარებულის ფოტო გაასაჯაროვა.
ნახეთ მომხიბვლელი თურქი მსახიობის, ჯან იამანის ახალი შეყვარებული
ჯანის პირად ცხოვრებაზე არაერთი ჭორი აგორებულა. როდესაც ის და მსახიობი დემეთ ოზდემირი სერიალ "ნაადრევ ფრინველში" მონაწილეობდნენ, თურქული პრესა წერდა, რომ მსახიობები ერთად იყვნენ, თუმცა სერიალის დასრულების შემდეგ მათი ურთიერთობაც დასრულდა.
შემდეგ ჯანი სერიალში "ბატონი არასწორობა" გამოჩნდა, სადაც ახალ პარტნიორთანაც დააწყვილეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იამანს ახალი შეყვარებული ჰყავს, რომელიც იტალიაში ყოფნისას საზოგადოებას გააცნო.
29 წლის დიელეტა ლოეტა იტალიაში ცხოვრობს, პროფესიით სპორტული კომენტატორი და მოდელია. დიელეტა შესანიშნავ ფორმაშია და სამოდელო კარიერას, ფიგურიდან გამომდინარე, აქტიურად მისდევს.
ჯანი და დიელეტა სულ ცოტა ხანია, რაც ერთად არიან და ამ სიახლეს უკვე აღარც მალავენ. რამდენიმე თვეა იამანი იტალიას სტუმრობს და დროს საყვარელ ქალთან ერთად ატარებს.
ყველასთვის საყვარელი ჯანის რეალური პროფესია ადვოკატობაა და ამ სფეროში მას შესაბამისი განათლებაც აქვს მიღებული. ჯანმა, თურქულის გარდა, კიდევ რამდენიმე ენა იცის, მათ შორის, ინგლისური და იტალიური.
ჯანის რჩეულმა დიელეტამ 2020 წელს წიგნი დაწერა, რომელიც თავის გამომწერებსა და იტალიელ საზოგადოებას წარუდგინა. წიგნს "აირჩიე ღიმილი" ჰქვია და დიელეტას ცხოვრებისეულ გამოცდილებებსა და რთული პერიოდების დაძლევაზეა.