კინო

Netflix-ის 5 ფილმი, რომელიც მარტში გამოვა

 Netflix-ის 5 ფილმი, რომელიც მარტში გამოვა
ამერიკული კინოკომპანია Netflix-ი  მარტში გამოსასვლელი ფილმების სიას აქვეყნებს. როგორც ყოველთვის, Netflix-ი  სტილს არ კარგავს და მელოდრამებისა და სასიყვარულო რომანების მსგავსად, ბევრ საინტერესო სიახლეს აანონსებს.

ნახეთ Netflix-ის 5 ფილმი, რომლებიც მარტში გამოვა


"Audrey" - "ოდრი"




ლეგენდარული ოდრი ჰეფბერნი ტელეეკრანებს მარტში დაიპყრობს. Netflix-ი მსახიობის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს აანონსებს, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას  უმშვენიერეს მსახიობს ხელმეორედ შეაყვარებს და ხალხს მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს გაანდობს. 

„ბიგი: მინდა მოგიყვეთ ისტორია“ Biggie: I Got a Story to Tell



მეორე ფილმი, რომელსაც მარტში
იხილავთ, გენიალური რეპერის, ბიგის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი იქნება. "ნეტფლიქსი" ამ თვეში დოკუმენტური ფილმების მთელ სერიას გვთავაზობს. ფილმის პრემიერა 1-ელ მარტს არის დანიშნული. 

„გუშაგი“ -  Sentinelle



ამ სეზონზე კინოკომპანია ქალების სიძლიერეს უსვამს ხაზს და ფრანგულ ჯარში მყოფი ქალების შესახებ საინტერესო ისტორიას გვთავაზობს. ჯარის სამსახურში მყოფი ქალის ემოციური ისტორია და ოჯახური ტრაგედია მარტის სიის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. 

„თქვი დიახ“ -  Yes Day



ვის წარმოუდგენია "ნეტფლიქსი" კომედიის გარეშე და ამ თვეშიც კინოკომპანია ოჯახურ კომედიურ სახალისო ფილმს გვთავაზობს. ფილმში გენიალური მსახიობი ჯენიფერ გარნერი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. ფილმის მიხედვით, შვილები მშობლებს სახალისო გამოწვევას სთავაზობენ. დიდებს 24 საათის განმავლობაში უარის თქმა არ შეუძლიათ. 

"ტალღით დაჭერილი" - "Caught by a Wave"



მარტის თვე უსიყვარულოდ ვერ ჩაივლიდა და მეხუთე ადგილას რომანტიკული სიყვარულის ისტორიაა. ფილმი  სარასა და ლორენცოს სიყვარულზეა, რომელიც უეცრად საზაფხულო ბანაკში იწყება და ბედისწერა მათ უამრავ დაბრკოლებას უმზადებს. ფილმის პრემიერა 24 მარტს არის დანიშნული.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93