„ჰულუმ“ საკულტო სერიალის, „მხევლის წიგნის“ მე-4 სეზონის ტრეილერი გაავრცელა და დაასათაურა - "დაე, იმეფოს თავისუფლებამ".
ტრეილერის მიხედვით, ახალ სეზონში ჯუნის კიდევ ერთ ტრიუმფს ვიხილავთ, ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება.
თუკი თქვენც ელოდებით „გილეადის“ სისტემის დანგრევას, წინ დაუვიწყარი ემოციები გელოდებათ.
როგორც ცნობილია, მე-4 სეზონის პრემიერა 28 აპრილს შედგება. ასევე, "ჰულუს" მიხედვით, სერიალის მეხუთე სეზონი ოფიციალურად დამტკიცდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>