27 მარტს ინტერნეტპლატფორმაზე Netflix-ის ახალი თურქული ნამუშევარი აიტვირთება. ფილმი, სახელად Kovan, მოგვითხრობს აიშეზე, რომელიც მშობლიურ მხარეში ბრუნდება, რათა მომაკვდავ დედაზე იზრუნოს. სიკვდილის წინ აიშეს დედა უტოვებს თავის ფუტკრებს და დაუბარებს, რომ მათზე იზრუნოს.
ეს ქალისთვის არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდება და იმისთვის, რომ ყველაფერში კარგად გაერკვეს, ადგილობრივ მეფუტკრესთან ერთად იწყებს მუშაობას.
ფილმში მთავარ როლს ცნობილი თურქი მსახიობი მერიემ უზერლი ასრულებს, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან "დიდებული საუკუნე“, სადაც ჰიურიემ სულთნის როლს ასრულებდა.
ინტერნეტში ახალი ფილმის თრეილერი გამოჩნდა და მასში გამოყენებულმა საუნდტრეკმა ქართველების ყურადღება მიიპყრო. სიმღერაში გარკვევით ისმის ქართული სიტყვები და ქართული ფოლკლორული მუსიკის შტრიხები.
იხილეთ სრულად