კინო

5 რომანტიკული ფილმი, რომლებიც ურთიერთობის გადარჩენაში დაგეხმარებათ

5 რომანტიკული ფილმი, რომლებიც ურთიერთობის გადარჩენაში დაგეხმარებათ
დაძაბულ ურთიერთობას კარგი ფილმი ნამდვილად შველის. საერთოდ, ფილმი ყველაფერს შველის და თუ თქვენს პირად ურთიერთობებს სულ ცოტა შველა სჭირდება, მაშინ ეს 5 ფილმი პარტნიორთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოთ.

"მზის ჩასვლამდე"



ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. დაუვიწყარი თავგადასავალი სწორედ აქ იწყება. ფილმი ურთიერთობასა და სიყვარულზე დაგაფიქრებთ.

"უბის წიგნაკი"



სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ცოლს ძველი უბის წიგნაკიდან. ისტორია ერთი შეხედვით ბანალურია, თუმცა მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს. ეს ფილმი ურთიერთობის გადარჩენის კარგი მაგალითია.

"შორ მანძილზე სიყვარული"



ფილმი, რომელიც პრობლემური ურთიერთობის მქონე წყვილებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ბარში ლუდის სმით დაწყებული ამბავი მეორე დღეს საუზმით გრძელდება. ერინისა და გარეტის სიყვარული უეცრად იწყება. ზაფხულის საოცარი ვნება სწორედ მაშინ მთავრდება, როდესაც წყვილი თავის გზას უნდა დაუბრუნდეს, თუმცა ორივე ფიქრობს, რომ წასვლა არასწორია.

"ორი დღე პარიზში"



ნიუიორკელი, თავისუფლების მოყვარული ჯეკი თავის ფრანგ შეყვარებულთან ერთად დასასვენებლად ევროპას სტუმრობს. ჯეკი და მარიონი 2 დღით გოგონას მშობლიურ ქალაქში გაჩერდებიან, სადაც დაუვიწყარი ისტორიების კორიანტელი და ორდღიანი თავგადასავალი დაიწყება.

"საბრალო ვალენტინი"



შეყვარებულ დინისა და სიდნის წლების შემდეგ გრძნობები გაუქრებათ. ფილმი რეალური სიყვარულის დაკარგვასა და სევდიან ამბავზე მოგვითხრობს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93