კინო

კინოგიდი: თამო ვაშალომიძის საყვარელი სერიალები

კინოგიდი: თამო ვაშალომიძის საყვარელი სერიალები
კინო და სერიალები ხალხის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. ხშირად ადამიანები ღამეებს ათენებენ იმისთვის, რომ სასურველი სერიალის ბოლო სერია ან სეზონი ნახონ. ფილმმა და სერიალმა "ჩათრევა" იცის და მისი დასრულების შემდეგ სხვა რამეზე ფიქრი უკვე რთულია.

თამო ვაშალომიძე ფილმების დიდი მოყვარული არ არის. მოდელს თქმით, მას სერიალების ყურება ურჩევნია. წლების წინ დრამას, სასიყვარულო ჟანრს არჩევდა, ახლა კი - სათავგადასავლო, ისტორიული და შემეცნებითი უფრო აინტერესებს. 



თამომ "მარაოს" საყვარელი ოთხი სერიალი გაუზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ოთხეულის გარდა,
კიდევ ბევრი უყვარს და ასე გამორჩეულად რამდენიმეს გამოყოფა გაუჭირდება.

მოდელის პირველი საყვარელი სერიალი "სამეფო კარის თამაშებია". ლეგენდარული სერიალი სრულიად მსოფლიოს უყვარს და გასაკვირი არ არის, რომ ის თამოს გემოვნებაშიც ჩაჯდა.



ვაშალომიძის მეორე საყვარელი სერიალი "ვიკინგებია". როგორც ჩანს, სათავგადასავლო ჟანრი მართლაც ძალიან მოსწონს მოდელს.



როგორც თვითონ აღნიშნავს, თამო ახლა სერიალ "თოვლის მჭრელს" უყურებს, რომელიც ასევე ფანტასტიკისა და სათავგადასავლო ჟანრის ნაზავია.



თამოს თქმით, მან ინგლისის მთელი ისტორია კარგად იცის და დედოფალსა და სამეფო ოჯახზე რამდენიმე სერიალიც აქვს ნანახი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93