კინო

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები - ნახეთ საოცარი კადრები ფილმებიდან

ფილმებში გაცოცხლებული ცნობილი ნახატები - ნახეთ საოცარი კადრები ფილმებიდან
კი­ნო­რე­ჟი­სორ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნა დიდი მხატ­ვრე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­მაც მო­ახ­დი­ნა. ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ ფილ­მებ­ში ხში­რად გვხვდე­ბა სცე­ნე­ბი, რაც კონ­კრე­ტულ ნა­ხატს ასა­ხავს რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე: ფე­რე­ბით, სტი­ლით, ჟან­რით თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად.

პოლ ტო­მას ან­დერ­სო­ნი და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი

აშ­კა­რაა, რომ ტო­მას ან­დერ­სო­ნის ფილმში "თან­და­ყო­ლი­ლი ნაკ­ლი", ერთ-ერთი სცე­ნა აღე­ბუ­ლია ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი­დან "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა". ფილ­მი 2014 წელს გა­მო­ვი­და.


გუს­ტავ კლიმ­ტი და მარ­ტინ სკორ­სე­ზე

მარ­ტინ სკორ­სე­ზეს შე­დევრში "შეშ­ლილ­თა კუნ­ძუ­ლი" სცე­ნა, რო­მელ­შიც ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო მი­შელ უი­ლი­ამსს ეხ­ვე­ვა, ზუს­ტი ანა­ლო­გია
კლიმ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შე­დევ­რი­სა "კოც­ნა" - რო­გორც ტან­საც­მლის ფე­რე­ბი, ასე­ვე ლე­ო­ნარ­დოს პერ­სო­ნა­ჟის სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბა, რაც ამა­ო­ე­ბის გან­ცდას ქმნის.

აკი­რა კუ­რო­სა­ვა და ვან გოგი

რვა ეპი­ზო­დის­გან შემ­დგა­რი, აკი­რა კუ­რო­სა­ვას ფილ­მის "სიზ­მა­რი“ ერთ-ერთი ეპი­ზო­დი ვინ­სენტ ვან გოგს ეძღვნე­ბა, რო­მელ­შიც მხატ­ვრის როლს მარ­ტინ სკორ­სე­ზე ას­რუ­ლებს. ეპი­ზო­დი ასე­თია - ახალ­გაზ­რდა მხატ­ვა­რი, რო­მელ­საც ვან გოგ­თან შეხ­ვედ­რა სურს, გა­მო­ფე­ნა­ზე ნა­ხა­ტებს ათ­ვა­ლი­ე­რებს და უცებ ვან გო­გის ნა­ხა­ტებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­დაც გა­ცო­ცხლე­ბულ ნა­ხა­ტებ­ში მოგ­ზა­უ­რობს. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­და­ეყ­რე­ბა ვან გოგს, რო­მელიც მინ­დორ­ში ხა­ტავს. მათი სა­უბ­რის დროს გა­ცო­ცხლდე­ბა ნა­ხა­ტი: "ხორ­ბლის ყანა ყვა­ვე­ბით", რო­მე­ლიც ამ სცე­ნის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა.

იხილეთ სრულად


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93