კინო

ნეტფლიქსის TOP 10 ორიგინალური და რეიტინგული ფილმი საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად

ნეტფლიქსის TOP 10 ორიგინალური და რეიტინგული ფილმი საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად
ნეტფლისქმა, საკუთარი პლატფორმის ანალიზიზ შემდეგად, გამოავლინა და გამოაქვეყნა იმ 10 ფილმის ჩამონათვალი, რომელსაც ადამიანები ყველაზე ხშირად უყურებენ. აი, რას უნდა უყუროთ საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად:
Extraction - იარაღითა და სხვა აკრძალული საქონლით მოვაჭრეთა ჯოჯოხეთურ სამყაროში, ერთი პატარა ბიჭი ცნობილ ნარკოდილერთა მძევლად იქცევა. რადგან მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უფრო შეუღწევად ქალაქშია გამოკეტილი გამტაცებლების მიერ, მის დახსნას ტაილერ რეიკის, დაქირავებული მკვლელის, შეუდარებელი უნარები დასჭირდება, მაგრამ რეიკი ერთი უბედური კაცია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და სიკვდილს ნატრობს, რაც სასიკვდილო მისიას
თითქმის შეუძლებელს ხდის.

Bird Box
- ირგვლის აპოკალიფსის შემდგომი პერიოდის მსგავსი სურათია გამეფებული. თვალებახვეული ქალი და ორი ბავშვი მდინარის გასწვრის გზის გაგნებას ცდილობენ. ფილმში მონაწილეობენ სარა პაულსონი, სანდრა ბულოკი, ჯონ მალკოვიჩი და სხვ.

Spenser Confidential - სპენსერი, ყოფილი პოლიციელი, რომელიც უფრო პრობლემების შექმნითაა ცნობილი, ვიდრე მათი გადაჭრით, ახლახანს გამოვიდა ციხიდან და სამუდამოდ უნდა დატოვოს ბოსტონი. თუმცა ისე მოხდება, რომ თავის ძველ კრივის მწვრთნელსა და მენტორს, ჰენრის დაეხმარება ერთ მოყვარულ მოკრივესთან ურთიერთობის გარკვევაში. ეს ჰოუკია, ერთი უხეში, შერეული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ უფრო სერიოზული მეტოქე იქნება, ვიდრე ოდესმე სპენსერი ყოფილა. როდესაც სპენსერის ორ ყოფილ კოლეგას მოკლულს ნახავენ, იგი ჰოუკსა და მის ყოფილ შეყვარებულს, სისის დაიქირავებს, რათა დაეხმარონ საქმე გამოძიოს, დამნაშავეები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

6 Underground - რა არის გარდაცვალების საუკეთესო ნაწილი? ეს თავისუფლებაა. 6-მა კანონდამრღვევმა მომავლის შეცვლა და ჩვენს ამყაროში დამალულ ბოროტებასთან ბრძოლა გადაწყვიტა. ფილმში მთავარ როლს რაიან რეინოლდსი ასრულებს.

Murder Mystery - ევროპაში მოგზაურობისას, ერთი მილიონერის იახტაზე თავყრილობაზე მყოფი ნიუ იორკელი პოლიციელი და მისი ცოლი მთავარი ეჭვმიტანილები აღმოჩნდებიან, როდესაც ამ მილიონერს მოკლავენ. ლუკ ევანსი, ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ნამდვილად შეძლებენ თქვენი საღამოს გახალისებას.

The Old Guard
- ფილმში განვითრებული სიუჟეტის მიხედვით, დაქირავებულთა ჯგუფი მიჰყავთ მძევლებისგან ციხეში მჯდარი ინდოელი ნარკობარონის ვაჟის გასათავისუფლებლად, ხოლო გუნდს ხელმძღვანელობს ყოფილი სამხედრო, ტაილერ რეიკი, რომელიც ადვილად უმკლავდება შეიარაღებულ დაცვას და სწრაფად ათავისუფლებს პატიმარს. ფილმში მონაწილეობენ შარლიზ ტერონი, ლუკა მარინელი, ჰარი მელინგი და სხვ.

Enola Holmes – საშინებელათა ჟანრის ამ ფილმში ცნობილი ამერიკელი მსახიობი, სანდრა ბულოკი მონაწილეობს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სიუჟეტი შერლოკ ჰოლმსთანაა დაკავშირებული და ფილმში მიმდინარე მოვლენები სწორედ მისი თინიეჯერი დის, ენოლა ჰოლმსის ირგვლივ ვითარდება.

Project Power - მოვლენები ახალ ორლეანში ვითარდება, სადაც მაგიური კაფსულები შეიტანეს და ვინც მას გადაყლაპავს, 5 წუთის შემდეგ სუპერ ძალას შეიძენს. რა იქნება ეს ძალა, არავინ იცის. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებს.

The Midnight Sky - ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობები, როგორებიც არიან, ჯორჯ კლუნი, ფელისიტი ჯოუნზი, სოფი რანდლი. მთავარი გმირი, ავგუსტინი, ასტრონომია, ის კატასტროფის შემდეგ არქტიკის სამეცნიერო სადგურში მარტო აღმოჩნდება და ფილმის სიუჟეტიც სწორედ ამ ამბავს მიყვება.

Army of the Dead - ნევადას უდაბნოში მდებარე საიდუმლო სამხედრო ბაზა, “ზონა 51”-ში მოულოდნელად ზომბი ვირუსი ჩნდება. აშშ-ს მთავრობა ზომბების არმიის მიერ დაკავებული ცოდვების ქალაქის გარშემო კედლის აშენებით ეპიდემიის აფეთქების შეჩერებას ახერხებს, მაგრამ მთელი სიმდიდრე ზომბებით სავსე კაზინოებში რჩება. დაქირავებული მკვლელბის ჯგუფი, სკოტ უარდის მეთაურობით, გარისკვას და საკარანტინო ზონაში, ლას-ვეგასში წასვლას გადაწყვეტს. ისინი ისტორიაში ყველაზე ეპიკურ ძარცვას გეგმავენ, სადაც გმირებს კაზინოს ჩვეულებრივი დაცვის ბარიერების და ვეგასის მაფიის ბოსების ნაცვლად ზომბებთან ბრძოლა მოუწევთ.

ბეჭდვა
e87a93