ბრიტანელი მსახიობი ქეით ვინსლეტი მსოფლიო საზოგადოებამ საკულტო ფილმით „ტიტანიკით“ გაიცნო, ქეითი დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია. ვინსლეტის პირადი ცხოვრება, კანისა და სახის მოვლა ქალბატონებში დიდ ინტერესს იწვევს.
სულ რამდენიმე კვირის წინ ქეითმა ერთ-ერთ ინტერვიუში გადაღებები, ძველი და დღემდე ცნობილი ფილმები გაიხსენა და საზოგადოებას აქამდე უცნობი ისტორიები გაუმხილა. როგორც მსახიობმა თქვა, ფილმი „ტიტანიკის“ დასრულების შემდეგ წლები საზოგადოების კრიტიკას ისმენდა იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა მსახიობმა თამამი სცენა და როგორ გაბედა ქეითმა კამერის წინ შიშველი სხეული გამოეჩინა.
„ტიტანიკი შეუდარებელია, თუმცა ხშირად მესმოდა: როგორ გაბედე? გადაღებების დროს კი ამბობდნენ: ქეით იქნებ არ გინდა?“ - აღნიშნავს ინტერვიუში ვინსლეტი.
გადაღებები მართლაც რთული და სტრესული იყო, ვინსლეტს როუზის როლის მოსარგებად ბევრი რამის შეცვლა დასჭირდა, შეიღება თმა, მისთვის არაბუნებრივი ფერი მიიღო და შედეგ წლები ცდილობდა ძველი ფერი დაებრუნებინა, დაიკლო რამდენიმე კილო და სრულიად შეისწავლა ფუფუნებაში გაზრდილი გოგოს ხასიათი. ახალგაზრდა მსახიობი „ტიტანიკში“ ბუნებრივი სილამაზით გამოჩნდა, მინიმალური გრიმით იღებდა სცენებს მისი სხეული და იდეალური კანი კი ერთმანეთს შესანიშნავად უხდებოდა. ქეითი ახალგაზრდა, კაშკაშა და ენერიგიული იყო დამატებით რაიმეს შეცვლა იმიჯში აღარ დასჭირვებია.
ფილმის გადაღებიდან წლები გავიდა სამსახიობო სფერო შეიცვალა და სილამაზის სტანდარტებმაც იცვალა სახე. ქეითი ის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, რომელიც გადასაღებ მოედნზე ნაკლებ გრიმს ხმარობს, ცდილობს ნატურალური სილამაზე შეინარჩუნოს და ნებისმიერ კადრში თავისი ასაკი, კანზე ნაოჭები და ბუნებრივობა გამოაჩინოს, თუმცა ხშირად რეჟისორები ფოტოშოპებით გაახალგაზრდავებულ და შეცვლილ მსახიობებს ითხოვენ. ქეითმა ინტერვიუში ახალგაზრდა მსახიობებს მიმართა.
„მსმენია მსახიობები როლზე იმიტომ დაუმტკიცებიათ, რომ მეტი გამომწერი ჰყოლიათ, ახლა ყველაფერი შეიცვალა, თუმცა მინდა ახალზაგრდა მსახიობებს მივმართო, ეს სფერო საფრთხის წინაშეა, საზოგადოება სოციალურ სივრცეს ენდობა და მათ სჯერათ, რომ ფილტრების უკან დამალული ადამიანები რეალურადაც ასე გამოიყურებიან. მინდა გითხრათ, რომ ყველა სახე ლამაზია, ნაოჭსა და ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ჩვენ შევწყვიტეთ იმის სწავლა, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი რეალური თავი. ფოტოშოპით იერის შეცვლა ყველას შეუძლია მაგრამ ბუნებრივი სილამაზე უნდა შეინარჩუნოთ. ვგრძნობ რომ მომავალი თაობა ამას მალე მიხვდება და ნატურალურ სილამაზეს ყველა დააფასებს“.
ეს ბოლო წლებია ქეითი შეიცვალა, მსახიობმა კარიერის ამ ეტაპზე ღირებულებები შეცვალა და თამამ სცენებს ერიდება. ქეითი 20 წლის გოგოს დედაა, თავს უვლის და თვლის რომ ცხოვრების ამ ეტაპზე თავისი თავი, კარიერა და ოჯახი მოსწონს და ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლას არ აპირებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>