კინო

„დრო არ არის ჩვეულებრივი და არც მე ვარ ჰეტეროსექსუალი“ - სოფი ტერნერი

„დრო არ არის ჩვეულებრივი და არც მე ვარ ჰეტეროსექსუალი“ - სოფი ტერნერი
პოპულარული სერიალის, The Game of Thrones-ის 25 წლის მსახიობმა, სოფი ტერნერმა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ლგბტქ თემის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან რამდენიმე თემატური სტიკერიც დაურთო: „დრო არ არის ჩვეულებრივი და არც მე ვარ ჰეტეროსექსუალი“ - წერდა მსახიობი და ბისექსუალის სტიკერიც გამოაქვეყნა.

როგორც სოფი ტერნერის გულშემატკივრები წერენ, ეს მსახიობის აღიარებაა, რომ ის ბისექსუალია. ერთ-ერთი მათგანი „ტვიტერზე“ წერდა: „ერთი წუთით... სოფი ტერნერი ბისექსუალია? დიდი პატივისცემა ჩრდილოეთის დედოფალს!“ სოფის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იხუმრა კიდეც: „თქვენ ამბობთ, რომ სოფი ტერნერი ბისექსუალია
და ის ჩემ მაგივრად ჯო ჯონასზე დაქორწინდა?!“ მსახიობს მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა, რაც მისი ფოტოს გაზიარებაშიც გამოიხატა.

სოფი ტერნერს ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ საკუთარი ორიენტაციის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. „მე მიყვარს სული და არა გენდერი“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. მისივე თქმით,ქალებთან ურთიერთობაში ექსპერიმენტებსაც ატარებდა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ ჯო ჯონასი არის ადამიანი, რომელთან ერთადაც სურს მთელი ცხოვრების გატარება. სოფიმ 31 წლის მსახიობსა და მუსიკოსზე 2019 წლის მაისში იქორწინა. საქორწინო ცერემონია ლას ვეგასში საიდუმლოდ გაიმართა. ორი თვის შემდეგ კი მათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხმამაღლა განაცხადეს და წვეულება სტუმრების თანხლებით მოაწყვეს.

გასულ წელს, ივლისში, წყვილს პირველი შვილი, ვილა ეყოლა, რომელიც ახლა უკვე 10 თვისაა. ამის შემდეგ, სოფი ტერნერმა პირველად აღნიშნა დედის დღე. „დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, მათ შორის ამ ორსაც“ - დაწერა ჯო ჯონასმა „ინსტაგრამზე“ და თან დედისა და მეუღლის, სოფი ტერნერის ფოტოები გამოაქვეყნა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93