პოპულარული თურქული სერიალის, „ჩემს კარზე დააკაკუნე“ ახალ სეზონს მაყურებლები მოუთმენლად ელიან.
ამასობაში, ახალი ვიდეოებიც გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ სერიალის მთავარი გმირების, ედას და სერქანის შვილის როლს ულამაზესი პატარა გოგონა ასრულებს.
ეს ლამაზი და საყვარელი გოგონა, რომელსაც შესანიშნავი სამსახიობო მონაცემებიც აღმოაჩნდა, მაია ბასოლია.
მაია თურქეთში საკმაოდ პოპულარული გოგონაა. პატარა მოდელს უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც ეს სიახლე ძალიან ახარებთ.
საყვარელი გოგონა ძალიან აქტიურია და სხვადასხვა რეკლამაშიც იღებს მონაწილეობას.
ცხადია, მაიას "ინსტაგრამს" დედამისი მართავს და აკონტროლებს, რაც აუცილებელია.
იხილეთ პატარა მოდელის უსაყვარლესი ფოტოები: