სამხრეთ კორეაში შექმნილი დრამატული სერიალები არამხოლოდ ახალი კულტურული ფენომენია, არამედ მაყურებლისთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა. ორიგინალურმა სიუჟეტებმა და გმირების განსხვავებულმა აღქმამ უამრავი კრიტიკოსის გული მოიგო.
Empress Ki (2013)
„იმპერატორის მეუღლე კი“ სამხრეთკორეული ისტორიული დრამაა, რომელიც 2013-2014 წლებში MBC-ის ეთერში გადიოდა. სერიალმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის, Golden Bird Prize. მთავარი გმირის როლის შემსრულებელმა, ჰა ჯიმ კი დაიმსახურა MBC Drama Awards-ის პრიზი. ფილმის სიუჟეტი აგებულია ქალზე, რომელიც, ქვეყანში ასრებული კლასობრივი დაყოფის მიუხედავად, შეძლებს მონღოლთა იმპერატორზე დაქორწინებას და უარს ამბობს მის პირველ სიყვარულზე, ვანგ იუზე.
Kill Me, Heal Me (2015)
სამხრეთკორეული სატელევიზიო დრამა Kill Me, Heal Me MBC-ის ეთერში 2015 წელს გადიოდა. მასში მონაწილეობდნენ ჯი სუნგი, ჰვანგ იუნგ-ეუმი, პარკ სიო-ჯონი, ოჰ მინ-სუკი და კიმ იო-რი. ფილმის მთავარ თემას დისოციაციური აშლილობა და მის მიერ გამოწვეული პრობლემები წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს, ჯი სუნგის აწუხებს. მას დიოციაციური აშლილობა ცხოვრებაში მიღებული მძიმე ტრავმების შემდეგ განუვითრდა და ცდილობს ფსიქიატრის დახმარებით ფარულად შეძლოს მასთან გამკლავება.
Secret Garden (2010)
Secret Garden 2010-2011 წლებში SBS-ზე გადიოდა. მან დიდი წარმატება მოიპოვა და ქვეყანის ეკონომიკას 20 მილირადზე მეტი მოუტანა. სერიალში კონკიას მსგავსი სიუჟეტი ორ მთავარ გმირს, გილ რაიმსა და კიმ ჯუ ვინს შორის ვითარდება. ორი განსხვავებული სამყაროს შეჯახება განსაკუთრებულ კოტრასტს ქმნის სერიალში. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, წყვილი მაინც ახერხებს დაქორწინებას, რის შემდეგაც მოვლენები წარმოუდგენლად ვითარდება და მაყურებელი არაერთ მოულოდნელობას აწყდება.
A Gentleman's Dignity (2012)
რომანტიკული კომედიური სერიალი A Gentleman's Dignity SBS-ის ეთერში 2012 წელს გადიოდა და მან მაყურებლის განსაკუთრებული სუყვარული დაიმსახურა. სერიალი ქალაქში მცხოვრები ოთხი კაცის კარიერასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. გმირები 40 წელს არიან მიღწეული და მათი მეგობრობა 18 წლის ასაკში დაიწყო. მათ ცხოვრებაში ყველაფერი ერთად გამოიარეს, წარმატება, იმედგაცრუება, სიხარული.. ოთხივე მათგანს განსხვავებული, თუმცა საინტერესო ყოვლედღიურობა აქვს, როცა სერიალში ჩნდება ახალგაზრდა ბიჭი და ამბობს, რომ მათგან ერთ-ერთი მამამისია.
My Love from the Star (2013)
My Love from the Star არის ფანტასტიკის ჟანრის კომედიური სატელევიზიო სერიალი. ის მოგვითხრობს უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწაზე დაეშვა 1609 წელს და 400 წლის შემდეგ მსახიობი ქალი შეუყვარდა. რეიტიგის მიხედვით, მან გავლენა მოახდინა მოდისა და სარესტორნო ინდუსტრიაზე და ქვეყნის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. სერიალმა Baeksang Arts Award-ის ცხრა ნომინაცია და სამი ჯილდო მიიღო, ასევე, გადაეცა Magnolia Award-ის პრიზი საუკეთესო უცხოური სატელევიზიო სერიალისთვის.
Bride of the Century (2014)
დრამა აგებულია ოჯახის წყევლის გარშემო. წყევლა კი ოჯახში დაბადებული პირველი ვაჟის პირველი ცოლის გარდაცვალებაში გამოიხატებოდა და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოჯახი ცდილობს, ამოხსნას ამ ფაქტის საიდუმლო. ფილმში განვითარებული მოვლენები მაყურებელს მოულოდნელობის განცდასა და ინტერსესს ერთი ორად უღვივებს.
Love Rain (2012)
Love Rain ორი თაობის სიყვარულის განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. მიუხედავად კორეელი მაყურებლის დაბალი შეფასებისა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირდაღირებული კორეული დრამა. ამბავი ერთი ნახვით სიყვარულის შესახებაა, თუმცა ვერც ერთი მხარე ვერ გაბედავს გრძნობების გამჟღავნებას და მათი გზები გაიყოფა. წლების შემდეგ, როცა მათ უკვე ოჯახები ჰყავთ, მთავარი გმირები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, წარსულ დროს გაიხსენებენ და დაკარგული დროის ანაზღაურებას გადაწყვეტენ. მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, რადგან ერთმანეთი მათ შვილებსაც უყვარდებათ და ახალგაზრდები ფარულად ხვდებიან.
The Innocent Man (2012)
მელოდრამა, რომელიც ღალატსა და სიყვარულზე მოგვითხრობს, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს კორეაში. ჭკვიანი და პერსპექტიული მედიცინის სტუდენტი თავდავიწყებითაა შეყვარებული მასზე უფროს მეზობელზე, რომელიც რეპორტიორია. მათი ურთიერთობა წარმატებით ვერ აეწყო, თავი იჩინა ღალატმა. სიუჟეტის ამგვარი განვითარება მაყურებლისთვის საინტერესო და ემოციურ სურათს ქმნის.
49 Days (2011)
გულქვა მაგრამ მხიარულ შინ ჯი ჰიუნს მშვენიერი ცხოვრება აქვს, მდიდარია, მშობლების ერთადერთი ქალიშვილია და ჰყავს საუკეთესო მეგობრები. ასევე, რამდენიმე კვირაში სრულყოფილ და საოცნებო მამაკაცზე ქორწინდება, თუმცა მეგობრის ტრაგიკული სიკვდილის გამო ის რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამბავი სწორედ ამ სიუჟეტის ირგვლივ ვითარდება და მაყურებელს ნათლად აჩვენებს, რას შეიძლება გრძნობდეს, ერთი შეხედვით, ბედნიერი ადამიანი.
Pinocchio (2014)
სერიალზე სამაუწყებლო უფლებები ჩინეთში რეკორდულ ფასად, თითო ეპიზოდზე 280 000 დოლარად გაიყიდა. მთავარი გმირი, კი ჰა მიუნგი, 2000 წალმდე ბედნიერად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, თუმცა მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამა, მეხანძრე ჯგუფის კაპიტანი, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ქარხნის აფეთქების დროს გარდაიცვალა. მედიამ ეს საქმე სენსაციად აქცია. ზოგიერთი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ მიუნგის მამა ცოცხალია და იმალება, რადგან პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება არ სურს.