ულამაზესი მსახიობი და მოდელი ჰანდე ერჩელი ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მის მომხიბლავ გარეგნობას სწორად შერჩეული სამოსი უსვამს ხაზს.
სერიალის „ჩემს კარზე დააკაკუნე“ მაყურებლებს ალბათ უფიქრიათ, რა ლამაზად და გემოვნებიანად აცვია მას.
საინტერესოა, რა ღირს ჰანდე ერჩელის ლუქები?
ამას ამ სტატიიდან გაიგებთ.
ჰანდე თანამშრომლობს nocturne-თან, Zara-სთან და ბევრ სხვა პოპულარულ მწარმოებელთან.
Crace-ს ერთ-ერთი ულამაზესი ატლასის ზედა, რომელიც გადაღებების დროს ეცვა, სულ რაღაც 87.48 $-ად არის შეფასებული.
ხოლო ქვედაბოლო, რომელიც მას შეუხამეს, 107.67$ ღირს.
იმავე ლუქს ამშვენებს ბრჭყვიალა ჩანთა, რომელიც თანხის ოდენობით ორივე სამოსს ბევრად აღემატება.
ჰანდემ ცოტა ხნის წინ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ულამაზესი კიმონო აცვია და ზღვაზე ნებივრობს. კიმონო 104 ევროდ არის შეფასებული.
რაც შეეხება ზღვაზე ჩასაცმელ ფეხსაცმელს, ის Alexander mcqueen-ის კოლექციიდანაა და 270,00 ევრო ღირს.
ერთად გადავხედოთ მშვენიერი ქალბატონის ლუქებს, რომლებიც საზაფხულო განწყობას და სინაზეს მოიცავს.