ამერიკულმა Forbes–მა ივლისში Netflix-ის ყველაზე მოთხოვნადი ფილმების სია გამოაქვეყნა. აი, ისინიც:
The Lorax (2012)
გასაოცარია, მაგრამ რეიტინგის სათავეში სწორედ 2012 წელს გამოსული მულტფილმი მოექცა, რომელიც სიყვარულისა და სხვა გრძნობების შესახებ მოგვითხრობს.
The Old Guard
თრილერი უკვდავი მეომრების ჯგუფის შესახებ, რომლებიც იბრძვიან ბოროტების წინააღმდეგ კაცობრიობის გადასარჩენად. ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში შარლიზ ტერონი ასრულებს.
Desperados (2020)
კომედიური მელოდრამა გოგონაზე, სახელად უესლიზე, რომელიც გაქრება მას შემდეგ, რაც მას შეყვარებული მისწერს წერილს დაშორების შესახებ. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ის მოულოდნელად ავარიაში მოყვა და მისი შეყვარებული ცდილობს, წერილი მანამდე გაანადგუროს, სანამ უესლი ნახავს მას.
How Do You Know (2010)
ამერიკული კომედია რიზ უიზერსპუნისა და პოლ რუდის მონაწილეობით. ეს არის უკანასკნელი ფილმი, რომელშიც ჯეკ ნიკოლსონმა მიიღო მონაწილეობა. მან კარიერა სწორედ ამ სურათით დაასრულა.
365 Days (2020)
ეროტიკული დრამა მაფიის ბოსის, მასიმო ტორიჩელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იტაცებს ლორა ბელეს და მას 365 დღეს აძლევს, რომ შეიყვაროს. თუ ლორა მას ამ ხნის განმავლობაში ვერ შეიყვარებს, მაშინ მას გაუშვებს.
Fatal Affair (2020)
ომარ ეპსი, რომელიც ცნობილია მაყურებლებისთვის სერიალიდან „ექიმი ჰაუსი“, ბრუნდება ეკრანებზე ფსიქოლოგიური თრილერით, სადაც ის მანიაკის როლს ირგებს.
Patriots Day (2016)
ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მარკ უოლბერგია. სიუჟეტი აგებულია რეალურ ისტორიაზე, 2013 წელს ბოსტონში მომხდარი ტერაქტის მიხედვით.
The Town (2010)
ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა ჩაკ ჰოგანის რომანის "ქურდების პრინცი" მიხედვით. ფილმის მთავარი ხაზი ასეთია - ოთხი მეგობარი და წარმატებული მძარცველი, რომელთა გეგმები მათ ცხოვრებაში სიყვარულის გამოჩენის შემდეგ იცვლება.
Only (2019)
სამი ერთში: თრილერი, სამეცნიერო ფანტასტიკა და დრამა. სურათი მოგვითხრობს მეუღლეების შესახებ, რომლებმაც დედამიწაზე ქალების უმეტესობა გაანადგურეს და ახლა დარჩენილთაგან გაქცევას ცდილობენ.
Despicable Me (2010)
Forbes-ის მიხედვით, ანიმაციური სერიალი არა მხოლოდ ივლისში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ძალიან პოპულარულია. პატარა მინიონების სახალისო ისტორიები თქვენი და თქვენი პატარების საღამოს მართლაც უფრო მხიარულსა და სასიამოვნოს გახდის.